Litclub.ge

ბედის წიგნი
მე არ ვიცი, ბედისწერა გერქვა
თუ _ `უთქმელი, უცნაური ღმერთი...”
ბეწვის ხიდზე დავდიოდით ერთად,
უხილავი, დამყვებოდი გვერდით.
წყალობასაც, სიმკაცრესაც ერთგვარს
თოვდი, როცა ჩემს ბედის წიგნს წერდი:
`დაებედოს, _ თითქოს ასე გეთქვას, _
სიმართლისთვის განდევნილთა ხვედრი!...”