Litclub.ge

* * * ცხრა მზე მინდოდა მქონოდა
ცხრა მზე მინდოდა მქონოდა,
რვის მეტი ვერ შევაგროვე.
მეცხრე ვერ გადმოვიბირე,
ციდან ვერ გადმოვაგორე.

მზით ჯიბეგამოტენილმა
შენს სახლს შევუღე ჭიშკარი.
შენ გზები გიგროვებია
ჩემგან რომ წასულიყავი.