Litclub.ge

* * * თოვლწყალო, თავქვე მოდიხარ
თოვლწყალო, თავქვე მოდიხარ,
კლდე დაგიგდია ფრიალო..
სალამი!
-მოხველ მშვიდობით?
კვლავაც მშვიდობით გეაროს!
- გაცილებს დეკას ყვავილი
სინანულით და ალერსით...
კლდეების ქიმზე გადმომდგარს
არ ცივა ყინვის კარებზე?
- შენ... საით ამჩნევ სინანულს:
გულს...მალე სულ სხვას გაუღებს...
ვუყვარდი? ხელი რადა მკრა?
ქალს...ეშმაკიც ვერ გაუგებს.