Litclub.ge

ველასკესი
მშობლის ორთქლია „ინფანტების" დაგმანული დუღაბის ჭრელო, -
ხახვის ფუჩეჩისფერ თმების გაფურჩქვნა,
კრიჭაშეკრული მარგალიტები, მომწვანო-გრილი;
მაქმანებით. თმის შრიშინით, ვარდისფერ კაბის რუხ ხნულებში
გაცისკროვებულ ცხვირსახოცთა
ცხოვრებით ცხოვრობს
და შეკრულია ფერად დუღაბად და შემოისმის
ჩასკვნილ ყვითლების, შავების და მელნისფერად ჩახუთული
ხავერდების ქორო;
მშობლის ორთქლია ინფანტების კაბების ტაში,
დატანებულ-დაბნეული ბაფთების ფარა
ნაზ-ვერცხლისფერი, ვარდისფერი შუქიან ფაშვით.