Litclub.ge

ისინი
ისინი შემოვარდებიან და გაგიტანენ ბურთს
ცარიელ კარში, მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად
მოელი ამას...
ისინი შემოვარდებიან კივილით და თმების ფრიალით,
რომ გაგრძნობინონ საკუთარი თავისუფლება და
მისი მოპოვების უმნიშვნელო ფასი.
ისინი ყოველთვის მზად არიან
უპასუხოდ დაგიტოვონ ყველა შეკითხვა.
"შენ გაიმარჯვე", ისინი გეტყვიან მშვიდად და
სწრაფად გაგიტანენ მომდევნო ბურთს
წარმოსახვის ცარიელ კარში....