Litclub.ge

წმ. მარგარეტ
შენ ვნებიანი ხარ ჩემი დედა, წმ. მარგარეტ!
შენ გიყვარს ჩემი თვალის ჭრილი და სიტყვის ზომა,
მშობლის ალერსით უწმინდესი სექსს მიქადაგებ
და ზაფხულივით დანებდები ხვალ შემოდგომას.

რა არის შენი თვითმიზანი ან უმიზნობა?
ვისთვის მსახურებ, თეთრი მკერდის რწევით დასველდი,
თუ შეგწევს ძალა, ჩემს სხეულზე შენც მოიზომე
წარმართის ხელით აღმართული ეგ ცხელი სვეტი.

შენ ვნებიანი ხარ წმინდანი, ჩემო მარგარეტ!
მსჯავრად დამადე მძიმე შიში სიმშვიდის მიმართ,
სულის ორგაზმით ტკივილებზე გადაატარე
ჩქარი ელმავლის გაქანება გვირაბის მიღმა.

შენ ვნებიანი ხარ ჩემი დედა, წმ. მარგარეტ!
ფათერაკივით გაურბიხარ საკუთარ სხეულს,
როგორც მშობელი და წმინდანი სექსს მიქადაგებ
თავგზააბნეულს და ლექსების ბოდვით შერყეულს.

შენ იცი ჩემი თვალის ჭრილი და სიტყვის ზომა,
რომ ააფარო სველი საშო მზის მხურვალებას,
შენ ხარ ზაფხული პოეტების და შემოდგომა,
წმინდა დედა ხარ! - ამიტომაც უძლებ წამებას...