Litclub.ge

ვიდრე
რა აკივლებთ ამ დედაკაცებს?
ჩემი ეგზოტიკური გამომეტყველება?
მე ხომ იმისთვის არ ვქანაობ
ნელ-ნელა თოკზე
(თვალდაჭყეტილი და
ალბათ
ენაგადმოგდებული)
ვინმე მოვხიბლო.
უბრალოდ ვიცი
ყველანაირი სიმშვიდის ფასი.
თორემ აბა გადაჭრან თოკი,
სანამ მიწას დაენარცხები,
მოირბენს ვინმე მადლიანი,
ყურში ჩაგყვირებს:
"ნუ დამზარდები,
ერთი, სიგარეტს მომიკიდეო..."
მაგრამ ბერჯერ დაათოვს წყალს და ნაპირებს
და გაუქმებულ ხეებს და ყველანაირ სიმშვიდეს
და გაუქმებულ ხეების იქით
დაათოვს ცასაც...