Litclub.ge

* * * მე მიყვარს ლუდი
მე მიყვარს ლუდი.
მახსოვს, ცხელი ზაფხულის დღეებში,
ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, ის იყო ერთადერთი თავშესაფარი
უფრო შუადღისას,
წრეგადასული მცხუნვარებისგან თავდასაღწევად
და ჩვენ ვფიქრობდით ლუდზე, როგორც ცად ამაღლებაზე,
რომ გვეჭირა ბოთლები ყაზბეგის,
ჭავჭავაძეზე, მზე თავზე ფეხს რომ გვაბიჯებდა
და ჩვენს გასრესას ლამობდა,
რომ ვუძალიანდებოდით და გვაბარბაცებდა პატარა ბავშვებივით
და ხალხის ერთობლიობა მიატბორებდა სიცხეს
და მიდიოდნენ
და ჩვენ ვიდექით და ცივ ბოთლებს სახეზე ვიდებდით,
როგორც საყვარლის ხელებს
და რომ ავმაღლდით
და რომ დაგვიტრიალდა მკერდში ხალისი,
თავბრუ დაგვეხვა სიმაღლისაგან და გავბრუვდით:
იქიდან მოჩანდა მთელი ქალაქი გათლილ მზესუმზირასავით
და ჩვენ ერთმანეთს ხელები გადავხვიეთ,
სამყაროს ზურგზე შემოვეჭდეთ
და იქიდან თქვენ ჩანდით პატარა წერტილებად,
ამ ლუდის კათხაში ვხედავ ყველაფერს, რომელსაც შევექცევი.