Litclub.ge

* * * ქალაქში როცა დნებოდა თოვლი
ქალაქში როცა დნებოდა თოვლი,
მაშინ სოფელში დებდა და დებდა,
ქალაქში თოვლი იყო მაწონი,
სოფელში კიდევ ხავერდი ხეთა.

მე კიდევ სახლში ვიჯექი, ნაფაზს
ნაფაზზე ვარტყამდი, ვწერდი,
ამინდს უჟმურს და ამინდს კაპასს,
თავისი ჰქონდა ქცევა და წესი.

მე კიდევ ვწერდი იმას თუ როგორ
დნებოდა თოვლი ქალაქში, როცა
სოფელში დებდა, პატარა გოგოს,
ძილის წინ როგორ კოცნიდა დედა.