Litclub.ge

თუ ისე მიმტრო საწუთრომ
თუ ისე მიმტრო საწუთრომ,
ერთად დამიმხო ცხრა კარი,
დავლად წაიღო მომხდურმა,
ჩემი ნათიბი, ნამკალი.
თუ მტერს ვერ გადავეწიე,
გული ჯავრისგან დავკალი,
ვერ ჩამიხვია სწორფერმა
მთვარით ნაფერი მხარ-მკლავით.
ნურცავის ზღაპრად უამბობ,
არცვის უჩვენო გზა-კვალი,
ვინ მე და სულის განლევა,
სიკვდილთან თრთოლა-კანკალი,
მოდი და ლექსის სტრიქონი
გულზე ხმალივით დამკარი.