Litclub.ge

* * * გაუპატიურება არაფერ სხვას არ ჰგავს
გაუპატიურება არაფერ სხვას არ ჰგავს,
ის უცნაურად მშვიდია. ვიღაც ღრიალებს,
ყვირის. ბავშვიც ყვირის უფრო მოშორებით,
მუხლი გადაიყვლიფა. კაცები ჭამენ
ცხვრის ხორცს, პურს აწობენ წვენში,
აქ კი ადამიანს აუპატიურებენ,
იქვე კარადაზე დევს
პორნოგრაფიული ჟურნალი,
და წეროს სურათი, ფერადი, კედელზე.
გაუპატიურება არაფერ სხვას არ ჰგავს,
კაცი დაჭრილივით ღრიალებს,
ვიღაცას ეშინია სიკვდილის,
და ეს შიში მზის სხივებში
გადახლართულა და არც ისე ულამაზოა.