Litclub.ge

26 ოქტომბერი, "ნორდ-ოსტი"
შესცოდა, წააგო, მიჰქარა,
წვალობდა, სძულდა თუ უყვარდა -
გათავდა,
ის უკვე იქ არის,
ის უკვე იქ არის - უფალთან!

სკამებში ჩაჩეხილს -
რა ვნახე -
ვით გადატეხილი ღერები,
ეკიდნენ სინაზით აღსავსე
ხელები, ლამაზი ხელები.

ჩვენება ძილშიც არ მომცილდა,
დილამდე შვება ვერ მოვნახე -
ხელები, რომლებსაც კოცნიდნენ,
დალეწეს ჩექმით და კონდახით.

ვხედავდი უღმერთოდ ნაწამებს,
დაგდებულს პირველი გასროლით -
კაპილარს, გაწყვეტილს მაჯასთან,
ხელისგულს,
ცრემლებით დაზოლილს.

დადუმდა ქალი და გაცივდნენ
ხელები და მკერდის ფიქალი.
შეუნდე, თუ რამე შესცოდა,
გათავდა, ის უკვე იქ არის!