Litclub.ge

სამადლობელი უარის შემდეგ
წერილს სამადლობელს გიგზავნი და
თან ვგრძნობ სიამაყეს ამოდ გიქებ,
რადგან მაგ გულიდან, ვით ვაზიდან,
დამჭკნარ ყვავილივით ამომიღე.
დაუნანებელმა გულს ჩამაგე,
დაშნა - უარი და დამდნარ სანთელს,
სული შემიბერე და ჩამაქრე,
ღამე, რომელმაც რომ გაგინათე.
შენდა სადიდებელ ლექსთა წყება,
დიდი სიამაყით აბულბულე,
ჩემი სახელი კი დავიწყებას,
ისე, ძველ ვალივით დაუბრუნე.
წინა დღის კალენდრის ფურცელივით,
სევდის სანაგვეზე მომისროლე
ღვინის გაბზარული ჭურჭელივით,
მზერით დამცალე და მომიშორე.
ჩემი სიყვარული რატომღაც შორს
ისროლე იაფი ალაფივით,
წარსულს გადაუგდე სათამაშოდ,
ხელში შემოხარჯულ კალამივით.
არაფრად ჩააგდე მოლოდინი,
გულიც აღარაფრად არ ჩააგდე,
დაცლილ სიგარეტის კოლოფივით,
ხელში დაჭმუჭნე და გადააგდე.
ძველი წერილივით გაუგებრად,
ცეცხლში ხელუკუღმა ჩაუძახე,
სამგზის სამპირ ცეცხლით დამბუგე და
სამგზის, მე, მადლობა ამოგძახე.
თუმცა ოდენ ტანჯვა მიწილადე,
სულში, კვლავ, ტრფიალის ცურავს ტივი
და მას შევინახავ სიკვდილამდე,
შენი მშვენიერი სურათივით.