Litclub.ge

მე შევხვდი გენიოსს (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
დღეს მატარებელში
შევხვდი გენიოსს,
დაახლოებით ექვსი წლისას,
ის იჯდა გვერდით
და როდესაც მატარებელი ოკეანეს მიუახლოვდა
და გზა განაგრძო ნაპირის გასწვრივ,
მან შემომხედა
და წარმოთქვა:
"ის ხომ ცოტაა!"

მაშინ პირველად
დავფიქრდი
ამაზე.