Litclub.ge

წერილი დედას (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)
ხომ კარგადა ხარ, ჩემო მოხუცო,
მე მოგიკითხავ კეთილი სალმით.
ჩვენს პატარა ქოხს ნათელი ადგას
და იისფერი კვლავ ასდის კვამლი.

გთხოვ, დაივიწყო ძველი წუხილი,
ჩემზე ფიქრები, ვხედავ, გელტვიან,
და ძველ კაბაში გამოწყობილი
ნუღარ დაიწყებ გარეთ ხეტიალს. 

ჩემო ძვირფასო, ღამის წყვდიადში
სიზმრად რას ხედავ არ ვიცი განა?
თითქოს დუქანში ცხარე ჩხუბისას
გულში მასობენ მე ფინურ დანას.

სისულელეა, გირჩევ, დამშვიდდე.
ვგრძნობ უჩემობა ძალიან გიმძიმს.
ლოთი არა ვარ, და ამიტომაც
სულაც არ ვფიქრობ უშენოდ სიკვდილს.

უწინდებურად კვლავ ვარ ფაქიზი,
და მხოლოდ ამას ვინატრებ დღეს მე,
დამძიმებული ურვით და დარდით
დავბრუნდებოდე სახლში ოდესმე.

მე დავბრუნდები ამ გაზაფხულზე ,
როს აყვავდება ტოტები რცხილის.
ოღონდ ამას გთხოვ, როგორც რვა წლის წინ
ნუ გამაღვიძებ მე ადრე დილით.

გთხოვ, წარსულ დღეებს ნუ გამახსენებ,
რაც განვლილია ნუ სწუხხარ მასზე,
ძალიან ბევრი გადავიტანე,
ბევრიც დავკარგე ცხოვრების გზაზე. 

ლოცვას ნუ მომთხოვ. რა საჭიროა.
წარსული გაქრა, როგორც სანთელი.
შენ ერთი დამრჩი ამ ქვეყანაზე
ჩემი მშველელი, ჩემი ნათელი. 

გთხოვ, დაივიწყო ძველი წუხილი,
ჩემზე დარდები ისევ გელტვიან,
და ძველ კაბაში გამოწყობილი
ნუღარ დაიწყებ გარეთ ხეტიალს.