Litclub.ge

მე - ორჰან ველი (მთარგმნელი: თეა ზაქარაძე)
მე - ორჰან ველი,
ცნობილი ლექსის "სირცხვილი ბატონ სულეიმანს" შემქმნელი,
გავიგე, გაინტერესებთ თურმე
ჩემი პირადი ცხოვრება.
მოგიყვებით:
უპირველესად ადამიანი ვარ,
ანუ ცირკის ცხოველი და რაღაც ამისთანები არ ვარ.
ცხვირი მაქვს, ყური მაქვს,
საკმაოდ უფორმო.
ერთ სახლში ვცხოვრობ,
ერთ სამსახურში ვმუშაობ.
არც ღრუბლებს ვასეირნებ ჩემს თავზემოთ,
არც ზურგით ვწინასწარმეტყველებ.
არც ინგლისელი მეფესავით
მოკრძალებული ვარ,
და არც ჯელალ ბაიარის
ბოსელის ვირის მსგავსად არისტოკრატი.
ძალიან მიყვარს ისპანახი,
მარილიან ღვეზელზე ხომ
ვათავებ.
ქონებაზე, სიმდიდრეზე თვალი არ მიჭირავს.
ღმერთმანი არ მიჭირავს.
ყველაზე ახლო მეგობრები ოქტაი რიფათი და მელიჰ ჯევდეთია.
ერთიც საყვარელი მყავს, ძალიან ძვირფასი;
სახელს ვერ გეტყვით,
ლიტერატურის ისტორიკოსმა იპოვოს.
მნიშვნელოვან რაღაცეებზე ვმუშაობ.
უმნიშვნელო მხოლოდ ის არის,
როცა მწერლებს შორის არ ვარ დაკავებული.

რა ვიცი,
შეიძლება კიდევ ათასი ზნე მჭირდეს.
მაგრამ ყველას ჩამოთვლა რა საჭიროა?
ისინიც ამათ გვანან.