Litclub.ge

ზამთრის საღამო (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
როს ეფინება თოვლი ფანჯარას
და გაბმით რეკავს მიმწუხრის ზარი,
გაშლილი ტაბლა მიელის მრავალს
და განხმულია იქ სახლის კარი.

ვიღაც შორეულ გზებზე დაღლილი
ჭიშკრისკენ შავფერ ბილიკს მიჰყვება,
ხე წყალობისა მზისფრად გაშლილა
მიწის წვენით და თბილი სხივებით.

მგზავრი ეხება გადახსნილ რაზას,
ზღურბლს გააქვავებს ტკივილი მრუმე
და გაბრწყინდება სპეტაკ ტაბლაზე
წმინდა ნათელში ღვინო და პური.