Litclub.ge

კაცობრიობა (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
კაცობრიობა - აღმართული ცეცხლის ხახებწინ.
დოლთა გუგუნი და შუბლები ბნელ მეომართა,
სვლა სისხლის ნისლში. შავი რკინის რეკვა-ჟღრიალი,
სასოწარკვეთა, მგლოვიარე ტვინებში ღამე.
აქ ევას ჩრდილი, ნადირობა, წითელი ფული.
ღრუბლნარი, შუქით განგმირული, წმინდა სერობა.
პურის და ღვინის წიაღ ცხოვრობს ნაზი დუმილი
და ისინი კვლავ შეკრებილან რიცხვით თორმეტნი,
ღამით ყვირიან ზეთისხილის ტოტებქვეშ ძილში
და ჭრილობაში ღრმად ჩაძირავს ხელს წმინდა თომა.