Litclub.ge

* * * ოთხი სტიქიონი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
                  ზბიგნევ ჰერბერტს

ოთხი სტიქიონი
დაუფლებია სამყაროს

მიწა ცეცხლი წყალი
და ჰაერი

ცეცხლიდან ომი იშვა
ჰაერიდან - ჰაერი

წყლიდან - ნავები სახლები ხეები
მარწყვაბალახი
ყვითელი დუმფარები
თევზები ღრუბლები
თვით ზეცა
კოკისპირული წვიმები
ადამიანი
და ადამიანთა საქმეები

მიწიდან კი - მარცვალი
აღმცენდა.