Litclub.ge

სიყვარული (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
ჩვენს ძილში შარიშურობს
აბრეშუმი, ქროლვა რამ,
თითქოს ვარდფურცლობაა
ჩვენთა ორთა ზემორე.

და მე დამაბრუნებს შინ
შენი სუნთქვა-სურნელი,
ჯადო-მიდამოს გავლით
ზღაპრების, თქმულებების.

ჩემი ნარეკლოვანი
ღიმი ეთამაშება
შენს უძველესღრმა ნაკვთებს,
და დაიძრნენ მიწები,
დიან დედამიწები
რომ აგვეკრან და გათბნენ.

ჩვენს ძილში შრიალია
ნიავის, აბრეშუმის,
სამყაროს ხნის სიზმარი
გვლოცავს თვალდახუჭულებს.