Litclub.ge

ჯაზი სასტუმროში
რატომ ვლანძღავ ჯაზს, რომელიც ამ სასტუმროს კედლებში მესმის?
მე მიყვარს ზანტი რიტმები ზღვების;
მე მიყვარს ზანტი ტამტამები ჭექა-ქუხილის;
მე მიყვარს ზანტად მოცეკვავე თეთრი მუხლები
ყოველგვარი მიეთ-მოეთის, გაოცების და სიყვარულის გარეშე, ისე.
მე მიყვარს ზანტი და ღრმა ბგერებიG
ინდიელების სიმინდის ყანაში მქროლავი ქარის ვიოლინოსი.
მე მიყვარს სოფლის ბაკალეასთან, მზის გულზე მჯდომი
ბოგანოს მიერ ენაწყლიანად მოყოლილი ისტორიების
ანტიკვარული ვიოლონჩელო.
მე მიყვარს ზარების ზანტი რეკვა
ინდიანას ძველი ლანდშაფტის ფონზე მდგარი ეკლესიისა.
აი, ამიტომ ვლანძღავ ჯაზს, რომელიც ამ სასტუმროს კედლებში მესმის,
რომელიც თითქოს მგზნებარეა, მაგრამ მძიმე არის და ცივი.