Litclub.ge

სეით ქომფთონი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)
მე რო ავაგე წიგნთსაცავი სფუნ რივერისთვის
და ვუვლიდი კეთილგანწყობითსიბრძნის წყურვილით ანთებული გონებებისთვის,
უმალ, როგორც კი ჩავბარდი უფალს,
საჯაროდ იქნა გაყიდული აუქციონზე
თითქოსდა სურდათ წარეხოცათ ბოლო ნიშანი
ჩემი ხსოვნის და ჩემი სახელის.
თქვენ, ვინც ვერ გრძნობდით,
რომ ისეთივე სიკეთე მოაქვს სწავლას ვოლნეის "რუინებისას" ,
როგორც ბუთლერის "ანალოგიას"
"ფაუსტის" ცოდნა რომ ისევე კარგია, როგორც "ევანგელინას"
სწორედ თქვენ გქონდათ უფლება და ძალა სოფელში,
და ძლიერ ხშირად მისვამდით კითხვებს
"რა თავში ვიხლით იმის გაგებას, რომ ბოროტება სუფევს ამქვეყნად?"
მე უკვე შენს კვალს მოვსწყდი, სფუნ რივერ,
თვითვე მონახე საკუთარი სიკეთე და უწოდე კარგი,
მაგრამ ვერასდროს ვერ მიგახვედრეთ,
რომ იმან, ვინაც ვერ ჩასწვდა ბოროტს,
არ უწყის, რაა ქვეყნად სიკეთე:
და რომ ვერავინ, ვინც ვერ იგრძნო სიცრუის გემო,
ვეღარ გაიგებს, თუ რაი არს ჭეშმარიტება.