Litclub.ge

* * * "სვიტერშიც" მოსჩანს, არ იფარება (მთარგმნელი: ნინო დარბაისელი)
"სვიტერშიც" მოსჩანს, არ იფარება
პირველი ლიფი - ნომერ პირველი.
ეზოში ყველა მე შემომცქერის,
რა ნახეს ნეტა გასაკვირველი!
ვიჯვარედინებ მკერდზე ხელებს და
რაც შემიძლია, მხრებში ვიხრები,
მაინც მამჩნევენ სეირნობისას,
ვერაფერს მშველის ხელები, მხრები.
მახრჩობელაა ეს საჩუქარი,
ჰაერს ვიგუბებ შენაწუხები
და ამოსუნთქვას ვეღარც კი ვბედავ,
არადა დედამ, სულ სხვათა შორის,
ვითომ შემთხვევით,მომცა წუხელი.