Litclub.ge

* * * ყრმობის ნეტარო ტკივილებო, მშვიდობა თქვენდა! (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი)
ყრმობის ნეტარო ტკივილებო, მშვიდობა თქვენდა! -
გარჩენილი ვარ სიცივეში, როგორც ბეღურა
და ბნელში ფეხებს აფორხილებს ოჩოფეხურად
ღამე და მასთან წილნაყარი სიკვდილის სევდა.

და სულში წვეთავს მოგონება გარდასულ წელთა,
როს ცისკენ მავალს ვარსკვლავები საბნად მეხურა
და კიბეებზე - აღმავალი ცის საფეხურად -
ცისკრის ნათელში განფენილი საყდარი თვლემდა.

და მზე, რომელიც ანგელოზებს ტოლს არ უდებდა,
კვლავ გაიბლანდა შეღამების აბლაბუდებთან
და, როგორც ერთი სხივთაგანი, უჩუმრად მოკვდა.

რას იზამ, სულო, მუნათებით თავს ვერ აიტკენ,
როს ცისქვეშეთში - არსაიდან არასაითკენ
არ ცნაურდება შეგონება ბრძენთა და მოგვთა...