Litclub.ge

ვარსკვლავები, სიმღერები, სახეები
შეაგროვე ვარსკვლავები, თუკი ეს გინდა,
შეაგროვე სიმღერები, დაიჭი ხელში.
შეაგროვე სახეები ქალბატონების.
შეაგროვე, რათა წლიდან წლამდე გეკავოს.

შემდეგ კი...
შემდეგ გაშალე ხელები, გაუშვი და უთხარ:
"მშვიდობით!"
დაე წავიდნენ სიმღერები და ვარსკვლავები.
დაე წავიდნენ სახეები და წელიწადები.
გაშალე ხელები და თქვი: "მშვიდობით!"