Litclub.ge

ჩრდილოეთი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
ვზივარ და მშვიდად არაყსა ვჭამ
ქალაქის ჩრდილოეთით არსებულ ერთ დაწესებულებაში.
ჯიბე სავსე მაქვს სანთებელებით,
შემიძლია, რაც მომესურვება, დავწვა ან სულაც
სანთებლის ალზე გავითბო ხელი.
დაბრძანდი შენც, ფერმკრთალო და ლამაზო მოდგმავ,
მოკალათდი ბედის თბილ გოჯზე.
მობილურმა არ დაიწკრიალოს -
ეს ჩვენი წრის ერთადერთი წეს-კანონია.
და აი, ისიც, ქალბატონი, დაჯდა და მერე მთელი გზა დუმდა,
მთელი გზა - ექვსიდან თერთმეტამდე.
ხოლო შემდეგ მე ავდექი და მადლობა გადავუხადე
საღამოსთვის, დროისათვის, სივრცისათვის, მოძრაობისთვის.