Litclub.ge

* * * ვარდი და ღვინო! (მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი)
ვარდი და ღვინო! - ნუ გექნება სხვა საზრუნავი,
სვი, დაივიწყე სატკივარი განუკურნავი,
სანამ ვარდივით დაგფურცლავდეს, შემოგაცლიდეს
სიცოცხლის პერანგს ეგ სოფელი, მიწყივ მბრუნავი.