Litclub.ge

ბოლოდან (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
მერე კი საქორწილო სუფრა გაიშალა, გაჩაღდა მხიარული ქეიფი. მეფის ასული არაჩვეულებრივად ლამაზად გამოიყურებოდა. უკრავდა მუსიკა, ირხეოდნენ ფერხულში ჩაბმული ალვისტანა ქალიშვილები.
მანამდე რაღა იყო? ნუ ვიფიქრებთ ამაზე. კუდიანი დედაბერი ფარვანასავით ეხეთქება ფანჯრის მინებს... ბრძოლის ველიდან გამოქცეულ ორმოც ყაჩაღს გზაში გრძელი ბებუთები და წვერები დაჰკარგვიათ, ხოლო მაჟაურად ქცეული ურჩხული ნუშის ფოთოლზე მოკალათებულა და არხეინად სძინავს.