Litclub.ge

საგნები (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
უსულო საგნები ყოველთვის თავაზიანად იქცევიან. ამ მხრივ საყვედური არ ეთქმით. პირადად მე არასოდეს მინახავს მოუსვენრად მცქმუტავი სკამი ან ყალყზე შემდგარი საწოლი. რაც არ უნდა დაიღალოს მაგიდა, თავს მაინც უფლებას არ მისცემს ჩაიჩოქოს ან მხართეძოზე წამოწვეს. მე მგონი, საგნები ამას განგებ სჩადიან, ისინი თითქო გვსაყვედურობენ ჩვენი გაუტანლობისა და უნებისყოფობის გამო.