Litclub.ge

* * * დიდი მანქანები დაატარებენ სიკვდილს (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
დიდი მანქანები დაატარებენ სიკვდილს
მრუმე დღე
რუხი ქვები
სიყვარულის ნასახსაც კი არ იძლევა ელექტრობა
დიდი მანქანები დაატარებენ სიკვდილს
დააფასე დააფასე მძღოლის შრომა
არ ეძებო მისი მზერა
შებურული მინის მიღმა
იცოდე მას დამაჯერებლად უპყრია საჭე
იგი გზიდან არ გადაუხვევს
დიდი მანქანები დაატარებენ სიკვდილს
დღისით და ღამით
წვიმასა და თოვლჭყაპში
ხვატსა და ქარბუქში
დიდი მანქანები დაატარებენ სიკვდილს
ამ გზიდან არავინ არ გადაუხვევს