Litclub.ge

* * * გულში ფარული შიში ჩამდგარა
გულში ფარული შიში ჩამდგარა,
შუაღამეა. თანაც გარეთ წვიმს.
ვეღარ ვჩერდები უკვე რადგანაც,
ხუთი თითივით ნაცნობ მხარეში -
ნერვებმოშლილი ვეძებ სხვა მხარეს,
მაგრამ მცდელობა ქრება უკვალოდ.
ამგვარ ყოფაში ყოფნა მაკმარე,
ჰოდა, მადლობას გეტყვი, უფალო!