Litclub.ge

დაწყევლილთაგანი
(სარტრისგაგებულიბოდლერი)

გული ჩახურე. ეძებდი რაღად,
უზუსტეს სიტყვას პოეტი-დენდი,
არად აგდებდი ბუნების ღაღადს,
მედიდურობით მწამლავდი, მწყენდი.

ბალახიც გძულდა, მოარულს კენტად...
წვიმა და თოვლი, ზვავი და ზავთი...
მოგძაგდა, რაც რომ ფეთქავდა, ქშენდა,
საკუთარ თავშიც სიცოცხლეს კლავდი.