Litclub.ge

ამ ლექსს შესაძლოა "დედალოსი" დაერქვას
ადამიანი არ არის მტვერი,
ის, შეიძლება, იყოს ატომი.
ადამიანებს გვჭირდება მტერი,
რომ არასოდეს ვიყოთ მარტონი.

ვერ შევისწავლეთ ჩვენს თავში ცოცვა
და ამიტომაც მტვერში ვიდებით.
ადამიანებს გვჭირდება კოცნა,
რომ საბოლოოდ ვიყოთ მშვიდები.

სიმაღლეებთან ყოველთვის ვკრთებით
და სათქმელსიტყვას კანკალით ვარჩევთ:
ადამიანებს გვჭირდება ფრთები
იმისათვის, რომ მიწაზე დავრჩეთ.