Litclub.ge

*** "ბავშვი უცხოა"
ბავშვი უცხოა და შეიცვალა
ბავშვს სიყვარული ალაპარაკებს
და როცა გზაწვრილს მიჰყვება ცალად,
თავის ორეულს უსმენს არაკებს.
ბავშვი მარტოა და ყველა წერტილს
ამოწმებს თვალის მშრალი გუგებით,
ხანდახან ღრუბლის სველი მზერიდან
ფეხთით მოლოდინს ჩამოუგებენ
და იცის, მიწის სხეულს სენიანს,
როცა ზეცაში ნახავენ ასულს, _
ბავშვს უწოდებენ მერე გენიოსს
და სიყვარულზე მოსთხოვენ პასუხს.