Litclub.ge

განთიადი
უკანასკნელი დაფრთხა სიზმარი,
აღმოსავლეთით ცის გაზმორება.
არის მერცხლებით სავსე კამარით
იმ ტკბილ სიზმარის გამეორება.
დედიშობილა აენთო დილა,
ცისკრის ზეკარი, ვით დედის მკერდი,
მზე მიიხუტა ამ მკერდზე ჩვილად,
ვით მარიამმა იესო ღმერთი.