Litclub.ge

* * * "გაიღვიძე"
გაიღვიძე, გულის გასკდომამდე
მიხსენი ღმერთო, 
მიხსენი ღმერთო
გულის ბუდემდე
და გულში 
ბუდას დაბადებამდე
მაჰა – მაია,
აჰა ძილი, 
აჰა სიზმარი,
ჯანსაღი წესი 
ამ ცხოვრების: 
არა იჯავრო,
ამოქოლე... და 
დაელოდე
დარჩენილ ტკივილს,
არ მოკლა სიტყვა
არც ერთ ლექსში,
არც ერთ ქებაში
ღმერთი არ მოკლა 
და არასოდეს გადავარდე
შენი ფანჯრიდან, 
რათა არ ნახოს
შენმა მკვლელმა
შენი დაცემა,
რადგან ყოველთვის,
ის ვინც სხვას ხიბლავს
საკუთარი თავგამეტებით
უბადრუკია.