Litclub.ge

* * * "მე რომ მშიშარა ვიყო"
                  სიკვდილ მითხოვს მენაცვალე
                  ხალხური

 
მე რომ მშიშარა ვიყო
ძაღლი მომდევდეს და გავურბოდე
ცოფს, როგორც ვინმე თბილსისხლიანი,
მე რომ შენს გვერდით ვიყო
არ მეშინოდეს წყლის და მიწის
და არ გავრბოდე, 
როგორც ცოლები არ გარბიან
სხვისი ქმრებისგან.
მე რომ საწყალი ვიყო, 
რომ მიყვარდე და გულში გიკლავდე,
გულზე მაფენდე იოდიან, 
სპირტიან საფენს ეს იმის გამო, 
რომ არ გიყვარვარ,
მე რომ ვიცოდე 
ექვსჯერადი ვაქცინაციით
ტვინს დაცემული დამბლისგან ვიხსნი,
რომ შენ დარჩები ძაღლის ნაკბენად, 
და სიკვდილამდე მომიწევს ყეფა. . .

არ შემიძლია შენი ღალატი,
არც ერთგულება ამაზე მეტად.