ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

*ბიოგრაფია (ჯ.ვ) 

ვახტანგ ჯავახაძე დაიბადა 1932 წლის 29 ივლისს ქალაქ ქუთაისში. 1940 წელს მშობლებმა ქუთაისის მეორე საშუალო სკოლის პირველ კლასში შეიყვანეს. 1944 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის ვაჟთა პირველ სკოლაში. 
ვახტანგ ჯავახაძემ ლექსების წერა მეშვიდე კლასიდან დაიწყო. მაშინ თბილისში გამოდიოდა გაზეთი ''ნორჩი ლენინელი'', რომელშიც დაიბეჭდა მისი ლექსი.
ვახტანგ ჯავახაძემ ჩააბარა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა ''სახელგამში'' მხატვრული ლიტერატური რედაქციის რედაქტორად.
ვახტანგ ჯავახაძის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. კომპოზოტორმა სანდრო მირიანაშვილმა ლექსზე ''გამოწვდილ ხელებს შეიძლება დაუგდო ხურდა'' პირველი სიმღერა დაწერა. მის ლექსებზე დაწერეს სიმღერები კომპოზიტირებმა იაკობ ბობოხიძემ და რობერტ ბარძიმაშვილმა.
ვახტანგ ჯავახაძეს ვლადიმერ მაიაკოვსკის ოთხი პოემა აქვს ნათარგმნი, ესენია: ''ხერხემლის ფლეიტა'', ''შარვლიანი ღრუბელი'', ''მიყვარს'', ''მთელი ხმით''. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: ''საყვარელი ქარები'' (1959წ),''ნაწვიმარი ქუჩები'' (1962წ), ''ათასი მზე'' (1968წ), ''მეშვიდე'' (1974წ),''წეროების სამკუთხედი'' (1978წ) ''შედარება'' (1980წ),''და ასე შემდეგ'' (1983წ), ''მომიკითხე ზღვა'' (1988წ), ''ვახტანგური'' (1995წ), ''2002 სტრიქონი'' (2002წ),''უცნობი'' (1988წ),''უცნობი'' (2002 წ), ''მე შენ გეტყვი'' (1989წ).

??????