სამადაშვილი ნიკო
გაზიარება

ნაცარი 

ალბათ ჩაიწვის ჩემი ძვლები, ცეცხლიც ჩაქრება,
ნაცრის გადაყრას ალბათ დედა არ დამზარდება.
ნაძვები ტოტებს აღაპყრობენ და დე ქარებმა
ატორღიალონ, როგორც ქუჩის არამზადებმა.
ჩემს შესანდობარს გადაჰკრავენ ხარის ყანწებიტ,
რამდენს ბოდავდა, უმიწაწყლო, ზარების გიჟი,
სუდრის ეზოში დაძებდა იებს, და წლები
ეჩხუბებოდნენ და ღმერთებთან მიჰყავდათ შიშით.
ჩემ დანაცრებულ სხეულს ვიღაც მოხვეტავს ხელით,
და როგორც პატივს ყვავილნარში შეიტანს კრძალვით.
გვირილებს უცებ წამწამები აეხილებათ,
და დიდ სარკეში ჩაიხედავს ყრუ პატარძალი.

??????