ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

ჩამავალ მზეს. ჩამავალს... ექსკლიუზივი

მოვრჩი ჩემს ქართულ თავგადასავლებს -
თამაშს, მოსაწევს, ყაყანს, დასალევს...
უნდა დავლუქო სული-რვეული!
უნდა მივმართო მე ჩემ დასავლეთს...

მოვრჩი რეპლიკებს: „მიდი, დაცალე!“
გამოსარჩლებებს: „დალევს, აცალე!“ -
უკვე დავცალე! უკვე დავლიე! -
უნდა მივმართო ახალ დასავლეთს! –

თან რა წავიღო! - ხელის დასავლებს
ვერაფერს ვხედავ! ხელის დასავლებს
ერთს ვხედავ მარტო - ლოდს გრანიტისას! -
უნდა მივმართო ლოდით დასავლეთს...

ბილიკებს, გვერდის ძლივას ასავლელს
ვხედავ... ბილიკებს ძლივას ასავლელს
თქვენ გამოყვებით, მეწვევით, მნახეთ...
დროა, წავიდე მე ჩემს დასავლეთს...

??????