ლეონიძე გიორგი
გაზიარება

წეროს თოვლი 

მზემ შეალბო შეყინული ბზარები, 
დნება წეროს თოვლი: 
რეკენ ყინვის იისფერი ზარები 
უკანასკნელ თრთოლვით. 

უკანასკნელ სიკვდილამდე შენთან ვარ, 
უკანასკნელ სულის ამოხდომამდი, 
სიჭაბუკევ! ხელში გამიქანდები, 
როგორც ზღვაში გაქროლილი ხომალდი. 

მომე ჭიქა, სადღეგრძელო ახალი! 
მომე გული, მერე გამაქვითკირე! 
თუ მოგესმათ ხერხემალის ჭახანი, 
წეროს თოვლში, წეროებო, მიტირეთ. 

თოვლს წაჰყვება ჩემი ახალგაზრდობა, 
ის მეორედ აღარ გალამაზდება: 
ლექსიც ჩქარა, ქალის სიყვარულიცა, 
წყეულებმა არ იციან დანდობა!

??????