გელოვანი მირზა
გაზიარება

დასაწვავი კალმახი 

მწვანე ფოთოლს დაგამგვანე,
ვერ მოგწყვიტე სამწუხაროდ,
უშნოობა დამაბრალე,
ბალღი ხარო.
დღეს კი ვნატრობ, დასახრჩობად
მომახვია შენი თმები,
კალმახი ვარ, ცეცხლზე ცოცხლად
დამაგდეს და ვიხრუკები.

??????