ოქროპირიძე უჩა
გაზიარება

იქნებ ბიჭო, პაპა იყო შენი ექსკლიუზივი

პროფესორ ალექსანდრე დაუშვილის ვარიაციები, მემედ აბაშიძის თემაზე, ანუ-იქნებ ბიჭო, პაპა იყო შენი


ჩემი დისერტაციის- ,,აჭარის ავტონომიის შექმნა”- ერთ-ერთი რეცენზენტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ალ.დაუშვილის რეცენზიამ ისეთი შთაბეჭდილება, დამიტოვა, რომ სერიოზული პასუხის გაცემა მაშინ, დისერტაციის დაცვისას საჭიროდაც აღარ ჩავთვალე (და საერთოდ, დისერტაციის დასაცავადაც, აღარ გავდიოდი, რომ არა გაზეთში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ შოთა ვადაჭკორიას მიერ, დისერტაციის დაცვამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყვებული პროვოკაციული ინტერვიუ და ჟურნალისტებისაგან სპეციალურად აგორებული პიარი) (იხ. უ. ოქროპირიძის ,,ჰომოსაპიენსი – ჰომოსოვეტიკუს”), გაზეთი ,,ეროვნული თანხმობა” #15 (42), 2003 წლის მაისი, ნაშრომში - ,,საქართველოს სახელმწიფოებრივობის აღდგენა და აჭარის ავტონომიის პრობლემა” – გამოქვეყნებული სტატია - ,,ერთი რეცენზიის გამო”, დას;ნაშ, ბათუმი, 2005 გვერდი 36/45” თუმცა კი ვეცადე მისთვის კერძო საუბარში ამეხსნა მისი აკვიატებული და აფსურდული აზრების უსაფუძვლობა. ამასთან ვიფიქრე, ამ ფსიქოლოგიის მქონე ადამიანებთან კამათს აზრი არა აქვს, რადგად ბნ. ალექსანდრეს მოსაზრებათა სირღმეში ისეთი შეურაცმყოფელი ქვეტექსტი იდო, რომ მასზე ადეკვატურმა და პირდაპირმა პასუხმა იგი გონს კი არ მოიყვან, არამედ, როგორც ყველ გონება შეზღუდულ ადამიანს სჩვევია, კიდევ უფრო გააბოროტა. მე კი არავითარი სურვილი არ მქონდა შეშა შიშველი ხელით მეჩეხა ... და იმ ფონზე, რაც მისგან და მისი მოძმისაგან დაკვალიანებულმა სამეცნიერო საბჭოს უმრავლესობამ ,,განაჩენი” ისე გამომიტანა, რომ ჩემს სადისერტაციო ნაშრომში არც კი ჩაუხედავს (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში მითხრეს, რომ ჩემი დისერტაცია, რომელიც იქ იდო, არავის გადაუშლია) თავიც გავანებე მაგრამ ის, გლახად ატეხილი დეკეულივით თავს თვითონ არ მანებებს და რასაც აწი მაგ ამოჩემებით გამომრჩება, ამის გამგებმა და მნახველმა განსაჯოს. 
ბ-ნმა ალექსანდრემ თავის გაპრივატიზებულ ჟურნალ ,,კლიოს” ერთ-ერთ ნომერში გამოაქვეყნა თავისი მორიგი ნაცოდვილარი ,,აჭარის ავტონომიის შექმნის საკითხისათვის”, რომელშიც კიდევ ერთხელ სცადა თავისი ,,ყოვლისმცოდნეობის” გამომზეურება და ჩემი, როგორც ,,მოუდრეკელი პროვინციალის” გამოაშკარავება (იხ. ალ.დაუშვილი, აჭარის ავტონომიის შექმნის საკითხისათვის, საქ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საისტორიო ალმანახი ,,კლიო” #22, თბ., 2004 გვ. 90/116.
მას შემდეგ რაც მისგან სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტის, მემედ აბაშიძისა და 1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა პირველი ყრილობის შემოქმედთა მიმართ, ათასი და იმგვარი სისულელე მოვისმინე, რომ მის მაგიერ მე მრცხვენოდა ალ. დაუშვილის დაუნიშვილობა ჩემში ეჭვს აღარ იწვევდა და მასზე პასუხის გასაცემად კალამსა და ქართულ სიტყვას როგორ შევაწუხებდი. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი ... 
ბნ ალექსანდრეს ჩვენი კრიტიკა, როგორც ჩანს, ძალიან ეადვილება და ამას ისე აკეთებს, რომ იმ ნაშრომსაც არ კითხულობს რომელსაც თავისი კრიტიკის ,,ქარცეცხლში” მოაქცევს. ეს რომ ასეა და არ ვტყუით, ამის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ მისი ზემოთ მოყვანილი ნაცოდვილარისთვის ბოლოში მითითებული ლიტერატურის სიაში ორჯერ აქვს მითითებული ჩემი ნაშრომი და ორივეჯერ არასწორი სათაურით - ,,აჭარის ავტონომიის შექმნის საკითხისათვის” , მაშინ  როდესაც ჩემს მონოგრაფიას, რომელიც მას, სამწუხაროდ, პირადად გადავეცი, ჰქვია – ,,აჭარის ავტონომიის შექმნის ისტორიიდან”, - თანაც ერთგან მისი გამოცემის თარიღად 2000 წელი აქვს მითითებული, მეორეგან კი 2001 წელი ეს კი, დამეთანხმებით, იმას ამტკიცებს რომ მას არამარტო, ჩემი ნაშრომი არ წაუკითხავს, მისი სათაურისთვისაც კი ნორმალურად არ გადაუვლია თვალი. D რადგანაც ჩვენი ღრმად პატივცემული მკვლევარი, როგორც ჩანს, კითხვით თავს დიდად არ იწუხებს, ჩვენ შევეცდებით ჯერჯერობით ნაკლებად გადავღალოდ მისი გონება მისთვის უცხო მასალის მოძიება – გააზრებით და ისევ მისი ამ ნაშრომის საჭირო ადგილების ციტირებით და მათი მიზან მიმართული კრიტიკით დავარწმუნოთ მკითხველიცა და თვით ეს ჩვენი დაუდგრომელი კრიტიკოს რეცენზენტიც, ჩვენი დასკვნების უტყუარობაში. თანაც, იმედია, ბნ. Aალექსანდრეს საკუთარი ნაშრომი მაინც ექნება წაკითხული და ეხლა იქნებ მაინც გაიგოს, რა ხვითოც ბრძანდება. მე კი მზად ვარ ყველა ინსტანციაში პასუხი ვაგო ჩემს ყველა სიტყვაზე და დებულებაზე და ვეცდები, თქვენც ისე მოგაწოდოთ ყველაფერი, რომ რაიმე უბრალო ეჭვისთვისაც კი ადგილი არ დავტოვო.
ახლა რაც შეეხება ჩვენს მიმართ ალ. დაუშვილის მიერ წამოყენებულ ,,გამამტყუნებელ” მოსაზრებათ, იგი მის ამ ნაშრომში შემდეგი სახითაა წარმოდგენილი. ჩვენ შევეცდებით ბნ. ალ. დაუშვილის არა ორდინალურ ჭკუის ნაყოფის არამარტო კრიტიკას, არამედ თვით მასაც დავარწმუნებთ იმაში, რომ მას ჩვენი სარეცენზიოდ აღებული ნაშრომი არ წაუკითხავს, და თუ წაუკითხავს, ვერაფერი გაუგია; და ბოლოსდაბოლოს, იქნებ ხელი აიღოს სიზიფეს შრომაზე, რასაც ასეთ შემთხვევაში დაჟინებული აკვიატება წარმოადგენს. 
ახლა კი ნუმერაციის მიხედვით შევიტანოთ პროფ. ალ. დაუშვილის, რბილად რომ ვთქვათ, მეცნიერული არაკეთილსინდისიერების ფაქტები. თურმე: 1) აჭარის ავტონომიის შექმნას ცალსახად დადებითად აფასებს უ. ოქროპირიძეც ზემოთ დასახელებულ ნაშრომებში ... 2) ზოგიერთი ბათუმელი ისტორიკისოს ნაშრომში იგრძნობოდა ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა – აჭარის ყოფილი ლიდერისა და მისი პოლიტიკური შეხედულებების ისტორიული არგუმენტებით დასაბუთების სურვილი-ტენდენცია ... 3) 1917 წლის 13 დეკემბერს როდესაც იხილებოდა საკითხი სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა შესახებ, საინტერესოა მ. აბაშიძის გამოსვლა – ის უკვე ხმარობს სიტყვა ,,ფართოს” – ჯერჯერობით საკითხი ფართოდ ვერ დაისმება. Lლაზისტანი დაუგდებს ყურს ბათუმს, ლაზისტანი შვეიცარიული კანტონია? ... 
ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ჩამონათვალს, მაგრამ საჭიროდ მიგვაჩნია ამ მესამე პუნქტზე განსაკუთრებით შეჩერება. აქ კარგად ჩანს ალ. დაუშვილის მთელი გონებრივი ავლადიდება. აბა, გაიგე, რა უნდა რომ თქვას ბატონ პროფესორს?! ნუ თუ სიტყვა ,,ფართოს” გამოყენებას უშლის მ. აბაშიძეს?! რა, მემედ აბაშიძეს რომ ეთქვა შარვალი ფართოდ მაქვსო, დაუშვილი მას მაინც ფართო ავტონომიის მოთხოვნას დააბრალებდა?!. მ.აბაშიძის ამ რეპლიკაში გარკვეული შიში შეიმჩნევა სამუსლიმანო საქართველოს ერთიანობის მიმართ, - აგრძელებს დაუშვილი, - ჩვენი აზრით, ეს შიში მას ბოლომდე გაჰყვება, შიში თუ ფეოდალური ლეგიტიმიზმის კანონი? მრავალმნიშვნელოვანი ნიშნის მოგებით კითხულობს იგი და განაგრძობს, - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას არ მოსწონდა, ალბათ რომ ლაზისტანი, ახალციხე, შავშეთი, კლარჯეთი და აჭარა ერთ ერთეულად ჩამოყალიბდებოდა ,,(ალ. დაუშვილი დასახ. ნაშრ. Gვ.92-94)” 
ალ. დაუშვილმა უნდა იცოდეს, რომ სამუსლიმანო საქართველოს აღნიშნულ ნაწილთა ასეთი გაერთიანების მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ სულ სხვა ძალების და ამ რეგიონის საქართველოზე მოწყვეტის მიზნით (სერვერ ბეგ ქვაბლიანელის ანტიქართული მოძრაობა – უ.ო.) ამასთან მ. აბაშიძის ზემოთ მოყვანილ ციტატაში, რა იძლევა იმ ვარაუდის საბაბს რომ მას სამუსლიმანო საქართველოს გაერთიანების ეშინოდა? და თუ გ. გვაზავას ეროვნული პოზიციიდან გამოთქმულ მოსაზრებას მ. აბაშიძემ დაუპირისპირა, რომ ქართველ მაჰმადიანებში ,,სარწმუნოებრივი შეგნება ძლიერია – ეროვნული მკრთალი. ქართველი მაჰმადიანები უნდა დარწმუნდენ, რომ შერჩება თავიანთი სახე. აჭარლებში არის საკუთარი სახელმწიფოს დაარსების იდეა” (ხასგასმა ჩვენია – ალ. დაუშვილი) – (დასახ. Nასრ. გვ 94). ეს მაშინნ სამწუხარო რეალობა იყო და ამიტომაც მ. აბაშიძე ეროვნული საბჭოს წევრთ მიანიშნებდა, გაგებით მიკიდებოდნენ მის მდგომარეობასაც, როდესაც მათ სთხოვდა: ,,უნდა მოგვცეთ ჩვენც რაიმე სათქმელი მასალა ხალხისთვის სათქმელად”. რადგანაც ეს სამწუხარო რეალობა კარგად ესმოდათ გრ. ვეშაპელს, მიხ. მაჩაბელს, პ. გოთუას, ამიტომ მათაც აღიარეს ქართველ მაჰმადიანთა ვრცელი თვითმართველობის გამოცხადების აუცილებლობა და მიიღეს სათანადო დადგენილებაც, რომ გამოსცემდნენ მოწოდებას ,,სამაჰმადიანო საქართველოს ვრცელი თვითმართველობის” (ხაზგასმა ჩვენია – ალ. დაუშვილი) შესახებ. (იქვე) 
ალ. დაუშვილის ზემოთ მოყვანილ მსჯელობაში, ბევრი რამ არაჯანსაღი აზროვნების ნაყოფია და იგი ცდილობს საკუთარ მიზანდასახულობას როგორმე მოარგოს საკუთარი აკვიატებული მიმართულებები; ამის დასტურია ამ მსჯელობაზე მიყოლებული მისივე დასკვნები, რომ თითქოსდა 1. მ. აბაშიძეს აკრთობს (აშინებს) სამაჰმადიანო საქართველოს ერთიანობა,” – რაც მტკნარი წყლის თითიდან გამოწოვილი თეზაა და ჩვენ საჭირო ადგილზე მოვიტანთ სათანადო მასალას, თუ როგორ იბრძოდა მ. აბაშიძე ამ ერთობისათვის (და თუ დაუშვილი თავისას მაინც დაიჩემებს უფრო გასაგებად და ვრცლად შევეხებით ამა საკითხს მომავალში, რაც ბნ. – ალექსანდრეს სასიკეთოს, ვერაფერს შემატებს). 
,,2. უკვე ხმარებაში შემოდის ცნება ,,ვრცელი თვითმართველობა” 
3. მ. აბაშიძე აღიარებს აჭარლებში სელგიური ცნობიერების პრიმატს ეროვნულზე” - შიც! რისი თქმა უნდა?!@ეს ჩვენი კუთხისა და სრულიად საქართველოს მაშინდელ ტკივილს წარმოადგენდა, რასაც დაუშვილისნაირები ვერასოდეს ვერ გაიგებენ ... და მემედ აბაშიძე კი არ აღიარებს რაიმეს, არამედ უბრალოდ ახდენს სამწუხარო რეალობის კონსტანტაციას. 
,,4. ქართველი პოლიტიკოსები ჩინებულად ერკვევიან სამუსლიმანო საქართველოს სპეციფიკაში და დათმობებზე, შემხვედრ ნაბიჯებზე მიდიან” – ამბობს დაუშვილი. ე.ი რელაურად (აზროვნებენ) მსჯელობენ და ,,საკითხს ეროვნული საბჭოს სამაჰმადიანო სექციაშიც იხილავენ” (იქვე გვ. 95).
როგორც ვხედავთ, საქართველოს ჭეშმარიტი მესვეურნი დაუშვილივით სულაც არ აზროვნებდნენ, სამუსლიმანო საქართელოს სექციაც შეუქმნიათ მის პრობლემებზე სერიოზული მსჯელობის აუცილებლობის გამო და უდიდეს ყურადღებას უთმობდნენ მას. იმავე ,,სექციის სხდომაზე, - ამბოს ბ-ნი. ალექსანდრე, - გადაწყდა უნდა გაერთიანებულიყო მთელი სამაჰმადიანო საქართველო ფართო ავტონომით (ხაზგასმა ჩვენია – ალ. დაუშვილი) საქართველოს ფარგლებში.” ამ დებულებაზე და მისეული მისჯელობის ლოგიკაზე დაყრდნობით ალ. დაუშვილს გამოაქვს დასკვნა, რომ ,,ამრიგად სამუსლიმანო საქართველოს ფართო თვითმმართველობის (ავტონომიის) იდეა ჩაისახა საქართველოს ეროვნულ საბჭოში, ქართველთა შორის მისი სულის ჩამდგმელი უშუალოდ მემედ აბაშიძე იყო” (ალ. დაუშვილი, იქვე, გვ. 95) თან მისთვის გარკვეულ ინტერესს იწვევს ,,ფართო ავტონომიის ცნების კულტივირება, მისი პროპაგანდა” (იქვე), რითაც ის ცდილობს მის მიერ აკვიატებული აზრის, რომ მ.აბაშიძე იყო ვიწრო კუთხური ინტერესების გამტარებელ ფეოდალ – პლუტოკრატი, საყრდენის შექმნის და შემდეგ მასზე აგებს თავის სრულიად უსაფუძვლო კონცეფციათა ხუხულას. 
ჯერ ერთი, ბ-ნმა. ალექსანდრემ უნდა იცოდეს, რომ გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის თუ სხვათა თვითმმართველობები რუსეთის იმპერიაშიც კარგახანს არსებობდა და რა გასაკვირია, რომ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ქართული სახელმწიფოს მესვეურებშიც მსგავსი აზრები ყოფილიყო. თუნდაც სულ ახლახან სერიოზულად არ მსჯელობდნენ საქართველოს ფედერაციულ მოწყობაზე?! (ნორმალურ პირობებში ამაში ცუდი არაფერია) მთავარია რა მიზანს ემსახურება ამათუ იმ პოლიტიკური მოღვაწისა თუ დაჯგუფების საქმიანობა, რაც ამ შემთხვევაში თვალნათლივ წარმოჩნდა 1919 წლის 31 აგვისტოს აქტით, რომლის არსის დაკნინებას და ისტორიული მნიშვნელობის გაბაიბურებას ცდილობს ბ-ნი დაუშვილი და მისი ზოგიერთი ბათუმელი ტრუბადური. 
ჩვენ აღარ ვეხებით ალ. დაუშვილის მიერ ჩვენდამი მომართულ სხვა ცილისმწამებლურ და ,,დერჟიმორდულ” მიმართებებს, რადგან მათი აფსურდულობა ნათელი გახდება მაშინვე, როცა გავაქარწყლებთ ამ მოძალადე ოპონენტის ყურით მოთრეულ ნაბოდვარს მ. აბაშიძისა და სამუსლიმანო საქართვლოს განმათავისუფლებელი კომიტეტის საქმიანობის შესახებ. აქ კი, მხოლოდ ალ. დაუშვილის პასკვილს ვეღარ დავეყრდნობით და მას მოუწევს მისთვის უჩვეულო საქმის, ჩვენს მიერ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გამოტანილი უტყუარი დასკვნების ასევე დოკუმენტური უარყოფა და მას ისეთი საეჭვო ღირებულებების დეფინაციები როგორებიცაა ,,გვეჩვენება”, ,,იქმნება შთაბეჭდილება”, ,,ჩვენ მიგვაჩნია”, ,,ჩვენ ვთვლით”, ,,ვვარაუდობთ” და ა.შ., ვერაფერს უშველის.
ჩვენ ვერ დუვუშვებთ ბ-ნი ალ. დაუშვილი ამ მეტად არასასიამოვნო შთაბეჭდილებების, ვარაუდებისა და მოჩვენებების ტყვეობაში დავტოვოთ. 
საკითხები, რომლებსაც ალ. დაუშვილი ცდილობს საკუთარი თველთახედვის არეში მოაქციოს და მისსავე შეხედულებებს მოარგოს, აქტუალური გახდა რუსეთში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის მოხდენისთანავე და ქართული პოლიტიკური ელიტა შეეცადა თავიდანვე განესაზღვრა მომავალი თავისუფალი საქართველოს ადგილი თავისუფალი რუსეთის შემადგენლობაში. ქართული ინტერპარტიული საბჭოს მეორე სხდომაზე, 1917 წლის 16 აპრილს უკვე მსჯელობდნენ “დემოკრატიული რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს თვითმმართველობის მოწყობის შესახებ, სადაც კერძო კითხვებს უძღვება ავტონომიური ერთეული” (ააცსა, ფ.რ-82, ან.1 საქმე 19, ფურც,8). ამასთან არ ავიწყდებათ ისიც, რომ როგორი უნდა იყოს საქართველოს ავტონომიის კომპეტენციის ფარგლები რუსეთის ფედერაციულ, ან უნიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემთხვევაში. აღნიშნავენ, რომ “თუ უნიტარული რესპუბლიკა განხორციელდა, მაშინ საქართველო 1783 წლის ხელშეკრულების ნიადაგზე უნდა დადგეს... ავტონომის ამ შემთხვევაში უფრო ვრცელი და ფართო შინაარსის უნდა იყოს”-გ. გვაზავა (იქვე, გვ.9)...-გამგეობა ადგილობრივი პირების ხელშია. არის სასოფლო თვითმმართველობა, სამაზრო და კანტონალური გამგეობა, ცენტრი ახორციელებს კანონებს ადგილობრივი პირების საშუალებით. უმთავრესია კანონმდებლობა” (იქვე, გვ.10) “...ეს იქნება უფრო ადგილობრივი ეროვნული თვითმმართველობა. ჩვენ აქ სხვა ერებთან შეუთანხმებლად ვერ ვიმოქმედებთ. მეზობლებთან დამოკიდებულებას განსაზღვრული ფორმა უნდა მიეცეს, ამიერკავკასიის სეიმი აუცილებლად საჭირო იქნება... ამიერკავკასია ცხადდება ერთ მთლიან ერთეულად”-ამბობს ნ. რამიშვილი (იქვე, გვ.11).
როგორც ვხედავთ, აქ ახსენებენ ვრცელ და “ფართო” ავტონომიას და კანტონალურ გამგებლობასაც. მაგრამ არც ერთ ჭკუათმყოფელს აზრად არ მოუვა, რომ მათ ავტორებს ისეთი სულელური და მყვირალა ბრალდებები წაუყენოს, როგორც ამას ამ ცნებების გამოყენებისთვის, მემედ აბაშიძის მიმართ, ალ. დაუშვილი აკეთებს; მით უმეტეს, თუ ელემენტარული ობიექტურობის გრძნობა გაგაჩნია და მის მოღვაწეობას რამდენედმე მაინც იცნობ. და თუ ისიც იცი, რომ პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც 1917 წლის 19 ნოემბერს დაიწყო და რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა, “...აღირა საკითხი სამაჰმადიანო საქართველოს შესახებ და ერთხმად აღიარეს, რომსამაჰმადიანო საქართველოს თვითმმართველობის აღიარება შეტანილი იქნას რეზოლუციაში”, (ააცსა, ფ.რ-82, ან.1, საქმე 20, ფურც.49), მაშინ თითქმის ერთი თვის შემდეგ, 1917 წლის დეკემბერში მომხდარ მსჯელობათა საფუძველზე აღარ გამოიტან დასკვნასს, რომ “სამუსლიმანო საქართველოს ფართო თვითმმართველობის იდეის სულისჩამდგმელი უშუალოდ მემედ აბაშიძე იყო.”
მაგრამ რადგან ასეთი “ლოგიკური” მსჯელობით ალ.დაუშვილს ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა შესძლებია, ჩვენც ნუ დავიზარებთ და კიდევ ერთხელ მკითხველთან ერთად, თვალი გადავავლოთ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის 1917 წლის 13 დეკემბერის ალ. დაუშვილის მიერ ყბადაღებულ სხდომის ოქმს და ვნახოთ, რამდენად საფუძვლიანია პატივცემული ოპონენტების შიშები და მოჩვენებები.
კრებას თავჯდომარეობდა აკ. ჩხენკელი, თავჯდომარის ამხანაგი მ. აბაშიძე, მდივანი დ. ცერცვაძე, საქმეთა მმართველი პ. საყვარელიძე, წევრნი: მ. მაჩაბელი, პ. გოთუა, გრ. ვეშაპელი, გ.გვაზავა, ს. ფირცხალავა. კრების განხილვის საგანი:
“კრებაზე დაისვა საკითხი სამაჰმადიანო საქართველოში მოქმედებისა და მისი პოლიტიკური სახის გამოკვლევის შესახებ.
მ. ბ. აბაშიძე-მისი აზრით, სამაჰმადიანო საქართველო უნდა მოეწყოს კანტონალური წესით. ქართველი მაჰმადიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ არავითარი საფრთხე არ მოელით ქრისტიანი ქართველებისაგან და რომ მათ თავიანთი სახე შერჩებათ შემდეგშიაც. საჭიროა ეროვნულმა საბჭომ ახლავე გადადგას ნაბიჯები, რომელნიც გააძლიერებდნენ ეროვნულ შეგნებას ყველა ქართველ მაჰმადიანებში.”
სამსონ ფარცხალავა ამ საკითხის გადაწყვეტას საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეროგატივად თვლის; გ. გვაზავა მთლიან საქართველოზე აკეთებს აქცენტს და კანტოლარულ სისტემას საქართველოს მთლიანობისთვის დამღუპველად მიიჩნევს. გრ. ვეშაპელი ამბობს, რომ ჩვენ საჭიროდ ვხედავთ ვრცელი თვითმმართველობის პრინციპის გაყვანას სამაჰმადიანო საქართველოში.”
“შემდეგ ილაპარაკეს დანარჩენმა წევრებმა სექციისა. ყველამ ის აზრი გამოსთქვა, რომ ეროვნულმა საბჭომ უნდა აღიაროს თვითმმართველობა სამაჰმადიანო საქართველოსი.” კრების თავჯდომარე აკ. ჩხენკელი აკეთებს რეზიუმეს ,,-ცხადია, რომ ქართველ მაჰმადიანებს უნდა მიეცეთ საქართველოს ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა. დღესვე ჩამოყალიბება ჩვენი კონსტიტუციისა და ურთიერთობისა შეუძლებელია საქართველოს დამფუძნებელ კრებამდე, სადაც მიიღებს მონაწილეობას ქართველი მაჰმადიანებიც. მაშინ გამოირკვევა იურიდიული და სახელმწიფოებრივი ფორმები და ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ქართველ მაჰმადიანებს ახასიათებთ. კერძოდ, ბათუმის მხარე არის გული ქართველი მაჰმადიანებისა, რაც შეეხება ლაზისტანს, ეს არის საკითხი საერთაშორისო. ახალციხესთან საჭიროა განსაკუთრებული მოლაპარაკბა ბათუმის ოლქის ქართველ მაჰმადიანებთან ერთად. უნდა გადაჭრილად ითქვას, რომ საქართველოში მთლიანად შედის ბათუმის ქართველი მაჰმადიანობა.”
როგორც ვხედავთ, ქართველი პატრიოტები მსჯელობენ თავიანთი სამშობლოს მომავალი მოწყობის პრობლემაზე და აქ არსად ჩანს, რომ მ. აბაშიძეს, თუმცა გამოსთქვა ეს მოსაზრება, მაინცდამაინც სამაჰმადიანო საქართველოს კანტონალური მოწყობა დაეჩემებინეს. პირიქით, მათ მსჯელობაში ჩანს ერთმანეთის აზრისადმი დიდი პატივისცემა და ქვეყნის ბედით საერთო წუხილი, ამასთან ბათუმის ოლქის მაჰმადიანობისადმი იმედიც, რომ ახალციხესთან საჭირო განსაკუთრებული მოლაპარაკებაში ისინი დადებით როლს შეასრულებენ. იქვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ,,გამოსცეს ეროვნულმა საბჭომ” სპეციალურად სამაჰმადიანო საქართველოსათვის მოწოდება თვითმართველობის შესახებ მთლიანი საქართველოს ფარგლებში. 
ქართველ მაჰმადიანთა კომიტეტი ბათუმში თავისმხრივ გამოუშვებს სათანადო მოწოდებას. მოწოდების შედგენა დაევალოთ ივ. გომართელს, პ.საყვარელიძეს, მ.ბ აბაშიძეს და გრ. ვეშაპელს. 
როგორც ჩანს, ყველანი საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით და ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ, ამასთან იქვე აღნიშნულია, რომ ,,მიენდოს მ. მაჩაბელს თანახმად მისი კერძო განცხადებისა ავტომობილების შეძენა ეროვნულ საბჭოს და აჭარის ქართველ მაჰმადიანთა კომიტეტის საჭიროებისათვის (იქვე). იქნებ ღრმად პატივცემული ბ-ნი ალექსანდრე ფიქრობს, რომ მ. აბაშიძემ ამდენი ხალხი (თან რა ხალხი) ისე დააშინა, რომ რაც უნდოდა ის გააკეთებინა და თან, ამასთან ერთად, ფეშქაშად ავტომობილიც გამოსძალა. (ჩვენი მისგან ეს არ გაგვიკვირდება). აღარაფერს ვამბობთ იმავე სექციის 1917 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე, სადაც გადაწყდა, რომ ,,ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების ბათუმის განყოფილება ამიერიდან მთლიანად შედის ქართველ მაჰმადიანთა საქველმოქმედო საზოგადოებაში. ამ უკანასკვნელს ეძლევა უფრო ფართე დანიშნულება და სახელი – ,,სამაჰმადიანო საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოება” და მის პოლიტიკურ საქმეთა გაძღოლა მემედ აბაშიძეს ენდობა. ამასთან იქვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოეხდინათ ,,ქართულ – თურქულ ენებზე ოფიციალური გაზეთის გამოცემა. ამის ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა ევალება მ.ბ. აბაშიზეს (აცსა, ვ.რ – 82, ან 1, საქმე 19, ფურცელი 53-55) სხდომას ესწრებოდა იგივე საზოგადოება უფრო გაფართოვებული წარმომადგენლობით, თითქმის იგივე განმეორდა 1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ხალხმრავალ სხდომაზეც, სადაც აღინიშნა, რომ სამაჰმადიანო საქართველოს მიენიჭოს საკუთარი თვითმართველობა შინაურ საქმეში (როგორც ამას მოითხოვს აგრეთვე საქართველოს ეროვნული პირველი ყრილობის რეზოლუცია) მხოლოდ იგი იქნება განუყრელი ნაწილი მთლიანი რესპუბლიკანური საქართველოსი,... სამაჰმადიანო საქართველოს მცხოვრებთ თვითმართველობის მინიჭება ეცნობათ მოწოდებით, რომელიც დაბეჭდილი იქნება ქართულად და თათრულად”, (იქვე, საქმე 21, ფურც. 21) – რის შესახებაც ბ-ბმა ალექსანდრემ, ალბათ, არც იცის, თორემ მის პირდაპირ საქართველოს ანექსიის მცდელობად გასაღებას შეეცდებოდა და ამასაც მ. აბაშიძის ,,ცუდ გავლენას” დააბრალებდა. ასეთ შემთხვევაში მან ან ამ ხალხის ნორმალურობაში უნდა შეიტანოს საფუძვლიანი ეჭვი, ან აღიაროს საკუთარი ამოჩემებათა უსაფუძვლობა. ამის შემდეგ ის გათავისუფლდედბოდა ისეთი ვარაუდებისაგანაც რომ როცა ,,სამუსლიმანო საქართველო ხელიდან ხელში გადადიოდა” და მას თითქმის ყველა ავტონომიას სთავაზობდა, ,,ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იძულებული იყო მხარი დაეჭირა იმ ძალებისათვის, ვინც საქართველოსთან კავშირს ცდილობდა...” (მემედ აბაშიძეს და მის გუნდს გულისხმობს – უ.ო) რადგანც უცებ ის აზრიც გაუნათებდა გონებას, რომ, აბა, ვისთვის უნდა დაეჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლებას, სხვა პროქართული ძალები საერთოდ არსებობდა?! ამ ხალხის მიზანი ხომ რეგიონის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება იყო და არა ალ. დაუშვილივით ლაზღანდარობა. და საერთოდ, რატომ ცდილობას ზოგიერთი დღესაც იქ თავისი ანტიქართული ვირეშმაკობის ექსპლატაციას, როდესაც ამბობს რომ აჭარის პრობლემის განხილვისას ქართულ ისტებლიშმენტს კრიტიკის ცეცხლი არ აკლდა.  საკითხის განხილვის სიმწვავე სრულებით არ იძლევა იმის საბაბს, რომ აქ ვინმე ქართული ინტერესების უგულებელყოფაში, მითუმეტეს ღალატში დაადანაშაულო. (ასეთი მცდელობა მაგონებს ერთ წვერებიან ანეგდოტს: - სეროჟ, შენ ჩემს თვალში ტ-ი ხარ!@- ხაჩიკ შენ რა ,,გარშოკიდან” იყურები?.) 
რაც შეეხება ქართველ მაჰმადიანთა პირველ ყრილობას, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მისი მოწვევისათვის სამზადისი 1918 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა და იმავე წლის სამ იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი სამაჰმადიანო საქართველოს გამგე სექციას ატყობინებს, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა თავის სხდომაზე 2 იანვარ დაადგინა: ქართველ მაჰმადიანთან კომიტეტის განკარგულებაში გადაიდოს 10 000 მანეთამდე სამაჰმადიანო საქართველოს ყრილობის მოსაწვევად... ამავე სექციას მიეცეს ავანსად ერთი თვის სამყოფი 1200 მანეთი. მაჰმადიანი ქართველების ყრილობაზე ბათუმში გაიგზავნოს ეროვნული საბჭოს მხრივ აკ. ჩხენკელი, მიხ. მაჩაბელი და სამს. ფირცხალავა (ააცსა, ფრ. – 82, ან. 1, საქმე 18, ფურც. 133–134). ხოლო 1918 წლის 24 იანვრის სამაჰმადიანო საქართველოს სექციის გადაწყვეტილებაში პირდაპირ მითითებულია, რომ ,,მოეთხოვის მაჰმადიანთა საქველმოქმედო საზოგადოებას თურქულ ენაზე მოწოდების გამოგზავნის დაჩქარება. ზომები იქნას მიღებული ქართველ მაჰმადიანთა საზოგადოებისათვის საბარგო და სამგზავრო ავტომობილების მისაღებად... მემედ ბეგ აბაშიძეს თვიურად ჯამაგირის სახით ეძლიოს 500 მანეთი დღიდან დანიშვნისა (ააცხა, ფ.რ-82, ან. 1, საქმე 19, ფურც. 42-43) 
ამ დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის მესვეურნი ქართველ მჰმადიანთა პირველი ყრილობის მოწვევასა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ამ რეგიონში საქართველოს მდგომარეობის გამტკიცებისა და სამშობლოს შემადგენლობაში მისი საბოლოო დაბრუნების საქმეში. სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ემსახურებოდა თურქული ოკუპაციის პირობებში სამუსლომანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის შექმნა და მისი საქმიანობა, რომელიც 1919 წლის 31 აგვისტოს ისტორიული აქტით დაგვირგვინდა, რომელშიც მითითებულია, რომ ,,ამიერიდან და სამარადისოდ ბათუმი და ბათუმის ოლქი შეუერთდება თავის ბუნებრივ სამშობლოს საქართველოს რესპუბლიკას სამუსლიმანო საქართველოს ფართო ავტონომიის საფუძველზე”. ა. დაუშვილიმა, წესით, ეს ყველაფერი უნდა იცოდეს, მაგრამ მისი მიზანი ხომ სულ სხვაა და ამიტომაც აწუხებს ამ ფაქტების მისაფუჩეჩებლად არა ადეკვატური კითხვა: რა იყო ქართული საქმისათვის სასარგებლო 1919 წლის 31 აგვისტოს ქართველ მუსლიმანთA IUყრილობის მიერ მიღებულ აქტში, რომელშიც მისი და მის მიმდევართა აზრით, პატრიოტული ფრაზეოლოგიის უკან საქართველოს ინტერესების იგნორირება იმალება. ამას რა ეწოდება ძნელი მისახვედრი არ არის, მაგრამ საქმეში კარგად ჩახედულები, თუ როგორ აფასებდნენ ამ ისტორიულ ფაქტს, ჩანს ჰაიდარ აბაშიძის 1920 წლის მარტში გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც ვკითხულობთ: ,,....ჩვენ ვფიქრობდით რომ მოკავშირეების მხრივ, ისევე იქნებოდა ყურადღებული და პატივცემული საქართველოს ნაწილის, სამუსლიმანო საქართველოს ხალხის გამოძახლიც რომელიც გამოიხატებოდა ამ ძალით მოგლეჯილი კუთხის საქართველოსთან დაბრუნებით. მან, ე.ი. სამუსლიმანო საქართველომ მისი ღვიძლი შვილების, ქართველ მუსლიმანთა სახით, ღვთისა და ერის წინაშე აღიარა, რომ ის არის ისტორიული ნაწილი საქართველოსი (1919 წ. 31 აგვისტოს აქტში გამოხატულ ნებას გულისხმობს – უ.ო), რომ ის გადაჯაჭვული და გადაბმულია დანარჩენ საქართველოს ყველა კუთხესთან ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად რისთვისაც ამ კუთხის საარსებო და სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვენ დაუყონებლივ დედა საქართველოსთან შეერთებას” (გაზ. ,,ერთობა”, 1920 წელი, 2 მარტი, სამშაბათი).
ისიც არ უნდა იყოს შემთხვევით, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს სამაჰმადიანო საქართველოს სექცია ქართველი მაჰმადიანებისაგან დაჟინებით მოითხოვდა თურქულ ენაზე მოწოდების გამოგზავნას. ალბათ, მათ უკეთ იცოდნენ რისთვის და რა ფორმით სჭირდებოდათ ეს დოკუმენტი. ვფიქრობ, არც ბ-ნი ალ. დაუშვილი დაიჩემებს, რომ საქართველოს ეროვნულ საბჭოს და ქართული სახელმწიფოს მესვეურნი მათი მიზნების საწინააღმდეგოდ მოქმედ დაჯგუფებას აფინანსებდნენ და ეხმარებოდნენ სამუსლიმანო საქართველოში, - რაც მას საშუალებას მისცემს განთავისუფლედეს კიდევ ერთი მოჩვენების ტყვეობისგან და იქნებ დაგვეთანხმოს კიდეც, რომ სამუსლიმანო საქართველოში ნამდვილად იყვნენ პატრიოტები, რომლებიც ქართულ ინტერესებს ემსახურებოდნენ. ამის შემდეგ შედარებით გაფერმკრთალდება მისი კრიტიკული ტონი იმის მიმართაც, რომ “საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი თურქულ ენაზე შედგენილი და გაგზავნილი დადგენილების საბოლოო ტექსტზე ყრილობის დელეგატების 85 ხელმოწერაა (ჩვენ ამდენი დავთვალეთ – ალ.დაუშვილი), რომელთაგან26 ქართულია, 3 რუსული და დანარჩენი (ე.ი. 65 – უ.ო.) თურქული (ალ. დაუშვილ, დასახ.ნაშრ., გვ. 98).
აქ, ბ-ნ ალექსანდრეს, სიტყვების “თურქულ ენაზე” გამოყოფა და იმის აღვნიშვნა დაავიწყდა, რომ “ხასგასმა ჩვენია – ალ.დაუშვილი” თორემ წარმომიდგენია, ამას რომ წერდა, როგორ ნეტარებდა: აი. ამ “ფეოდალ-პლუტოკრატმა აჭარელმა ლიდერებმა ქართულიც არ იცოდნენ და ხელსაც თურქულად აწერდნენო... სამწუხაროდ, მათ ჰქონდათ საამისო მიზენები, რაც ობიექტურ და საქმეში ჩახედული მკვლევართათვის კარგად არის ცნობილი. ზოგიერთმა საკუთარ ერზე შეორგულებულმა კი, მშობლიური სულ დაივიწყა და იმ ენაზე საუბრობს, რომლის სატკივართა გაგებაც საკუთარი შინაგანი ბუნების გამო ძალიან უჭირთ, თორემ მათგან რაიმე ქართული საქმე გაკეთდეს და თუნდაც სომხურად მოაწერონ ხელი.
ასევე პატივცემულ ოპონენტს აწუხებს აზრი, რომ “ბოლო წლებში ზოგიერთ ქართველი ისტორიკოსის შრომებში არის მცდელობა სამუსლიმანო საქართველოს ცნება დაავიწროვონ, დაიყვანონ ან გაუთანაბრონ აჭარას. მაგალითად, მკვლევარი უ. ოქროპირიძე აღნიშნავს “სამუსლიმანო საქართველო (აჭარა)”. ეს ყოველმხრივ არასწორია (იქვე, გვ.100)
თუ რატომ ვაკეთებთ ამას, ჯერ დისერტაციის დაცვისას, შემდგომ სათანადო პუბლიკაციებში – “ჰომოსაპიენსი ჰომოსოვეტიკუსს” (გაზ. “ეროვნული თანხმობა”, #15(48), 2003, მაისი), ნაშრომში “საქართველოს სახელმწიფრიობის აღდგენა და აჭარის ავტონომიის პრობლემა” – სტატია –“ერთი რეცენზიის გამო”, ბათ., გამომც. “ბათუმის უნივერსიტეტი”, 2005, გვ. 36-45) გასაგებად ავხსენით, მაგრამ დაუშვილი, რისი დაუშვილი იქნებოდა გასაგები გაეგო... იქნებ გვირჩიოს, როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი სამუსლიმანო საქართველოს ამ ნაწილზე ვმსჯელობთ? ..ჩვენ დღევანდელი გადასახედიდან, რამდენიც არ უნდა ისულელონ თავი დაუშვილისნაირებმა, აჭარას სამუსლიმანო საქართველოს ვერ ვუწოდებთ. მაგრამ, მართლაც, საკვირველია ამ ჩვენი `ყოვლისმცოდნე” ისტორიკოს-მკვლევარის დაჟინება და სიჯიუტე, რომლითაც ის ცდილობს სამუსლიმანო საქართველოს  ყრილობაზე მოწვეულ დელეგატთაA განსახლების ტერიტორიული არეალის შევიწროვებას და მისი ისტორიული მნიშვნელობის დაკნინებას. – `აშკარაა, რომ ყრილობაზე, რომელზედაც `სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი აირჩიეს”- ესწრებოდნენ წარმომადგენლები მხოლოდ ბათუმის ოლქიდან”,-ისე ამბობს ალ.დაუშვილი, თითქოს ამ ყრილობის მონაწილეთა ყველა საპასპორტო მონაცემი ხელთ ჰქონდეს და მისეულ ლოგიკას სრულად პასუხობს ამ `აღმოჩენიდან” გაკეთებული დასკვნა-ვარაუდიც, რომ “ამის მიზეზი სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის ლიდერის მ.აბაშიძის ურწმუნობა უნდა იყოს სამუსლიმანო საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ერთიანობის მიღწევის შესაზლებლობის შესახებ... (ალ.დაუშვილი, იქვე, გვ. 101) ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის წრეგადასული მოთხოვნები, რაც პროგრამას და წესდებაში იყო ჩამოყალიბებული...” და ა.შ.-იქვე აგრძელებს ალ.დაუშვილი.
ჯერ ერთი, იმ პერიოდში, როცა  სამუსლიმანო საქართველოს ირგვლივ სხვადსხვა ჯურის სერვერ ბეგ ქვაბლიანელის მსგავსი ავანტიურისტები იყრიდნენ თავს, მისი ლიდერების ერთიანობის, ან ამის მიღწევის გარანტიას ვერავინ მისცემდა. მ. აბაშიძისათვის ასეთი ურწმუნობა, ასეთ პირობებში, ჩვეულებრივი ამბავი უნდა ყოფილიყო, ან რატომ უნდა ჰქონოდა მას იმის რწმენა, რაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ალ. დაუშვილის მიერ წრეგადასულად მიჩნეულ პროგრამის და წესდების მოთხოვნებს, სწორედ ამ პროგრამის სსგკ-ს მიერ განხორციელების უშუალო შედეგია ის, რომ საქართველოს ეს ძირძველი ისტორიული კუთხე, აჭარა, კვლავ მის საზღვრებშია, და ყველა ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი ინატრებდა, რომ სამუსლიმანო საქართველოს სხვა ნაწილებიც ასევე ყოფილიყვნენ საქართველოს ფარგლებში თუნდაც “ფართო” ავტონომიის სტატუსით.
ალ. დაუშვილი კი მაინც თავისა არ იშლის და აკეთებს რა საკუთარი ნაცოდვილარის შეჯამებას, გამოაქვს სათანადო დასკვნაც, რომ “... სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მაჰმადიანი ქართველებისთვის ავტონომიის შექმნის იდეა დაიბადა აჭარის პოლიტიკურ წრეებში – მემედ აბაშიძის პოლიტიკურ დაჯგუფებაში, რომელიც ავტონომიას ანიჭებდა იმაზე მეტ მნიშვნელობას, რასაც ავტონომიის ცნება მოიაზრებდა (ცნებას რა უნდა მოეაზრებინა?! – უ.ო.) და წარმოადგენდა სახელმწიფოს სახელმწიფოში. მისი რეალიზაცია ხელს ვერ შეუწყობდა ერთიანი საქართველოს ფორმირებას. ამ წრეებში მუსირებდა “აჭარაში საკუთარი სახელმწიფოს შექმნის იდეაც, ეს პოზიცია ნაკარნახები უნდა ყოფილიყო ფეოდალური ცნობიერების გადმონაშთებით. ასეთ იდეას მხარს ვერ დაუჭერდა ვერც ერთი ღირსების მქონე ძლიერი სახელმწიფო (ალ. დაუშვილი, იქვე, გვ. 110).
უნდა ითქვას, რომ იმდროინდელი საქართველოს ხელისუფლება თავისი ქვეყნის ღირსების დაცვას კი ცდილობდა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფოს რა მოგახსენოთ. ამასთან ბ-ნ ალექსანდრეს ავიწყდება, რომ ამავე მოვლენის შესახებ ამავე ნაშრომის 95-ე გვერდზე ნათქვამი აქვს: “სამუსლიმანო საქართველოს ფართო თვითმმართველობის იდეა ჩაისახა საქართველოს ეროვნულ საბჭოში, ქართველებს შორის, მისი სულის ჩამდგმელი უშუალოდ მ. აბაშიძე იყო”. 
კარგი, ბატონო! მაგრამ ამ ჩვენს ალექსანდრეს ეს “იდეა” ვინ ჰგონია, რომ ხან საქართველოს ეროვნულ საბჭოში, ქართველთა შორის ჩასახულ-დაბადებულად გაასაღოს, ხან კიდევ აჭარის პოლიტიკურ წრეებში, “მამა” კი ორივე შემთხვევაში მემედ აბაშიძე იყოს. მაგრამ, როგორც ჩანს მას ანალოგიები იტაცებს. თვითონაც ხომ ჯერ სულ სხვა გარემოში ჩაისახა და შემდეგ მოხდა მისი ქართულ მეცნიერულ წრეებში დაბადება, მამა კი ორივე შემთხვევაში ერთი ჰყავდა (ასეთი სარკასტული ირონიის უფლებას თავს იმიტომ ვაძლევ, რომ ალ. დაუშვილი დაჟინებით ცდილობს ჩემს ანტიქართულ მოღვაწედ წარმოჩენას, თუმცა მას ამის არავითარი საბაბიც კი არ გააჩნია).
და ბოლოს, ალ. დაუშვილისეული დასკვნათა დასკვნა ასე გამოიყურება: საბჭოთა პერიოდის საქართველოს სინამდვილეში “აჭარის ავტონომიის შექმნა იყო კონკტეტულ ისტორიულ პირობებში რეალიზებული გარდამავალი მოდელი, რამაც თავისი ისტორიული მისია შეასრულა.. საბჭოთა ტოტალიტარულმა სისტემამ მთლიანად უზრუნველყო იმ ადგილობრივი რელიგიური და საყოფაცხოვრებო თავისებურებების ნიველირება, რამაც გარკვეული საფუძველი შეუქმნა აჭარის ავტომონიის აუცილებლობას (ალ.დაუშვილი, იქვე, გვ, 93). ე.ი. ბ-ნი ალ.დაუშვილი აქ გვეუბნება, რომ საბჭოთა სისტემას, რომელმაც “შლაგბაუმით” ორად ჰქონდა გაყოფილი აჭარის რეგიონი, თითქოს მოახდინა, მისი აზრით, რაღაც დადებითი ძვრები ამ კუთხეში და ნიველირება გაუკეთა იმ უარყოფითს, რამაც გარკვეული საფუზველი შეუქმნა აჭარის ავტონომიის აუცილებლობას; და ეს მაშინ, როდესაც პირიქით იყო და პირადად მეც, ამ კუთხის შვილს, დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, თუ რა მაკავშირებდა ამ “აჭარლებთან” აჭარაში. აღარაფერს ვამბობ ურთიერთგაუცხოების სხვა არანაკლებ თვალხილულ მომენტებზე, რომელთა შედეგებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დღემდე ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი. აქ თუ რაიმე ნიველირებაზე შეიძლება სიტყვის ჩამოგდება, უნდა ითქვას, რომ მართლაც ნიველირებული და გაუფასურებული იყო ჩვენი კუთხისა და სრულიად საქართველოს ყველა მცხოვრებლის უფლება, გვქონოდა ერთიანი სამშობლო ერთიანი ეროვნული ცნობიერებით. მაგრამ თბილისადან ეჭვით მოცქირალი ზოგიერთი ობივატელისათვის ეს დღემდე გაუგებარია. ამასთან ბ-ნ ალექსანდრეს ჩვენი დისერტაციის 111-ე და 112-ს გვერდებზე რომ ჩაეხედა, რაც მას, როგორც ოპონენტს, ევალებოდა კიდეც (ანდა საერთოდ, მისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, ეს ნაშრომი, ყოველგვარი აკვიატებული იდეის გარეშე, ბოლომდე წაეკითხა), იქ აღმოაჩენდა, რომ ჩვენ გარკვევით გვიწერია: - “საბჭოთა საქართველოს შენადგენლობაში აჭარას საბჭოური ავტონომია მიენიჭა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში ორ უცხო სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც არსად სჩანს არც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების და მით უმეტეს, არც აჭარის მოსახლეობის ნება. ეს იყო ოკუპანტთა და მოძალადეთა მიერ განსაკუთრებული პირობით თავსმოხვეული ხელშეკრულების შედეგი და აქედან გამომდინარე უკანონო აქტი, რომელსაც ჰქონდა ყველა ის სამართლებრივი და უფლებრივი ნაკლი, რაც საქართველოს ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ მიღებულ ყველა სამართლებრივ აქტს გააჩნდა”... 
საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობის დღიდან, მისი (საქართველოს – უ.ო.) სამართალსუბიექტობის საკითხი აღმოჩნდა სამართლებრივი სივრცის მიღმა და როგორც დაპყრობილი ტერიტორია დაექვემდებარა ძალადობისადმი დროებითი მორჩილების აუცილებლობას მისი შემადგენელი ავტონომიური, თუ სხვა სტატუსის მქონე ნაწილებითურთ”, - და იქნებ აღარც მოჩვენებოდა, რომ ჩვენ აჭარის ავტონომიის შექმნას ცალსახად დადებითად ვაფასებთ.
ალ. დაუშვილის მიერ ყბადაღებულ დოკუმენტს, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ჰქვია “პროგრამა და ინსტრუქცია სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტისა” და მის მე-2-ე მუხლში პირდაპირაა მითითებული, რომ “სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მიზანია სამუსლიმანო საქართველო შეუერთდეს დედა საქართველოს ფართო ავტონომიის ნიადაგზე და მით საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა განმტკიცებულ იქნას.” მესამე მუხლში კი აღნიშნულია, რომ “სამუსლიმანო საქართველო დედა-საქართველოს (დაუშვილისნაირები ვერასდროს მიხვდებიან, თუ რა უდიდესი მონატრება იმალება მარტო ამ ტერმინში - უ.ო.) განუყოფელი და განუყრელი ნაწილია”, და მასში ნორმალური აზროვნება ვერაფერს არმოაჩენს ისეთს, რაც შეიძლება ვინმემ “პატრიოტულ ფრაზეოლოგიად” მონათლოს, ამიტომაც სისულელეა მასში ისეთი რაიმეს ძიება, რაც ალ. დაუშვილის წარმოსახვამ შესძლო. ეს ისტორიული დოკუმენტი, ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, რომ მე გამოვაქვეყნე, როგორც მემედ აბაშიძისა და სსგკ-ს პატრიოტული სულისკვეთების უტყუარი საბუთი. ცნებების “ვრცელი და ფართო ავტონომიის ხშირი ხმარება მაშინ რაიმე განსაკუთრებული სტატუსის, მით უმეტეს, “სახელმწიფოსი სახელმწიფოს მოთხოვნას” არ შეიცავდა [ეს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაშიც დადასტურდა, იმით რომ სამუსლიმანო საქართველოს (ბათუმის ოლქის) სტატუსის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო საქართველოს სპეციალური კანონით] და აქ პრიორიტეტული იყო მხოლოდ საქართველოს საზღვრებში ამ რეგიონიოს დაბრუნება. ეს “ფართო” და “ვრცელი” კი, ალბათ, დაუშვილისნაირებზე იყო გათვლილი, რომ ისინი რაღაც დიდითა და მოცულობიანით დაეინტერესებინათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1919 წლის აგვისტოში არჩეული მეჯლისის ქართულ ორიენტაციაში ეჭვი ვერ შეიტანეს ბოლშევიკებმაც და ისინიც კი, მას პროქართულ ძალად აღიარებდნენ, რაც რატომღაც ბ-ნმა ალექსანდრემ სათანადო წყაროს მითითებით ჩემს ნაშრომში-“აჭარის ავტონომიის შექმნის ისტორიიდან”, 118-ე გვერდზე, მის სხვა “აღმოჩენებთან” ერთად, ვერ არმოაჩინა (ოქროპირიძე უ. აჭარის ავტონომიის შექმნის ისტორიიდან, ბათუმი, გამომცემლობა “აჭარა”, 2001).
ქართულ ისტორიული მეცნიერებისთვის სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ მ. აბაშიძისა და მის თანამებრძოლთა დაცვა გვიწევს დაუშვილისნაირთა ავადმყოფური აზრებისაგან. მან მეცნიერული საზოგადოების წაყრუების იმედზე, როგორც ჩანს, თავი აიშვა და ვის შესახებაც რა მოესურვება იმის მტკიცებას თავზე ისე იღებს, რომ, არც ამ თემებზე გამოსულ ისტორიული ლიტერატურის საფუძვლიან გაცნობასა და არც სათანადო დოკუმენტური მასალის მოპოვება-ანალიზსაც არად დაგიდევთ. ბ-ნმა ალექსანდრემ ბრძანა და “ბოიართ განაჩინესო”, იტყვიან, ალბათ, მომავალში. მაგრამ, იქნებ მ. აბაშიძის ხელიდან გამოსული “სამუსლიმანო საქართველო მეჯლისის მიმართვა ოლივერ უიარდროპისადმი” მაინც აღმოაჩნდეს ის სანთელი, რომელიც მის თავში გამეფებულ ბოროტი წყვდიადის შემანგრეველ ძალად იქცევა და მას გონებას გაუნათებს. აი, რას სწერს ამ მიმართვაში მემედ აბაშიძე: (შემოკლებისთვის ბოდიშს ვიხდი – უ.ო.)
“თქვენო მაღალაღმატებულებავ. გასული წლის 31 აგვისტოს ბათუმის ოლქის მკვიდრმა მცხოვრებლებმა, ქართველმა მუსლიმანებმა, მოახდინეს ყრილობა... ყრილობამ კატეგორიული დადგენილება გამოიტანა და მოითხოვდა ბათუმისა და მისი ოლქის შეერთებას საქართველოს რესპუბლიკასთან ავტონომიურად.
ამ დადგენილების ცხოვრებაში გასატარებლად ყრილობამ აირჩია მეჯლისი, რომელიც ფართო უფლებებით იყო აღჭურვილი ყოფილიყო წარმომდგენელი სამუსლიმანო საქართველოს სახელით, როგორც კავკასიაში მყოფ ანტანტის წარმომადგენლებთან, აგრეთვე ევროპის დიპლომატიურ წრეებთან და საზავო კონფერენციის წინაშე. მეჯლისმა აირჩია დელეგაცია, რომელიც წარუდგა საქართველოს მთავრობას. დელეგაციას ჰქონდა პატივი წარსდგომოდა თქვენს აღმატებულებას და თქვენი სახით ეთხოვა დიდი ბრიტანეთისათვის, რათა უკანასკნელს დაეჩქარებინა ბათუმისა და მისი ოლქის ბედი და ამ საკითხის გარჩევის დროს მხედველობაში მიეღო 31 აგვისტოს დადგენილება, რომელიც ხალხის ნების გამომხატველი არის...
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებამ გაგვიღვიძა იმედი, რომ ბათუმი და ბათუმის ოლქის საკითხიც ასევე გადაწყდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რაც უფრო ართულებს და ხელს უწყობს ეკონომიურ და პოლიტიკურ კრიზისს...  ის გამოურკვეველი მდგომარეობა, რომელიც სუფევს ბათუმში, ხელს უწყობს ავანტიურისტებს დეზორგანიზაცია შეიტანონ ხალხში. ხალხი, რომელიც არ არის დაკავშირებული მკვიდრ მცხოვრებლებთან არც ისტორიულად და არც ეკონომიკურად, ხალხი, რომელიც გამოექცა ოსმალეთიდან ანტანტის მართლმსაჯულებას – სხვადასხვა ბნელი პირები და სპეკულანტები გამოდიან ბათუმის ოლქის შეერთებულ მუსლიმანთა ნაციონალური საბჭოს სახელით, იმ დროს, როდესაც ბათუმის ოლქში მოსახლეობს მხოლოს ქართველი მუსლიმანობა და მხოლოდ ქ. ბათუმში და მის მიდამოებში გაბნეული არიან სხვა ერები. მათ მოიმხრეს რუსი რევოლუციონერები, რომლებიც ბოლშევიკებს გამოექცნენ. ყველა ამათ შეკავშირებას ცდილობენ ბოლშევიკების აგენტები, რომელთაც სურთ მომენტით ისარგებლონ.
საჯაროდ ხდება ანარქისტული ჯგუფების კრებები, ემზადებიან სამოქმედოთ.
აი, ეს ხალხი და ჯგუფები გზავნის პროტესტებს, რათა ბათუმის ოლქი არ შეუერთდეს საქართველოს რესპუბლიკას.
მეჯლისი, რომელიც არის ხალხის ნების გამომხატველი, იმედოვნებს, რომ ანტანტის დიპლომატიური წარმომადგენლები არავითარ ყურადღებას არ მიაქცევენ ზემოთ ხსენებულ პირთა ზრახვებს და ბათუმისა და მისი ოლქის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებენ მკვიდრ მცხოვრებთა ინტერესებს, რადგან ამჟამად ასე გართულდა საქმე. ამ ოლქის მცხოვრებთა სახელით უმორჩილესი თხოვნით, მოგმართავთ თქვენო მაღალაღმატებულებავ, გადასდგათ სათანადო ნაბიჯები, რომ საჩქაროდ გადაწყდეს ბათუმის ოლქის საკითხი და ამით შეძლება მისცეს 6 წლის ომით მოქანცულ ხალხს თავისუფლად ამოისუნთქოს თავის დედა-სამშობლოს, საქართველოს წიაღში.
ამას მოითხოვს როგორც ხალხის ნებისყოფა, აგრეთვე ამ მხარის საარსებო ინტერესები.
მეჯლისის თავჯდომარე მემედ ბეგ აბაშიძე” (ააცსა, ფ.რ-82, ა.1. საქმე 24, ფურც. 121)
ამაზე ნათლად წარმოჩენა, თუ რას ემსახურებოდა მემედ აბაშიძის მთელი მოღვაწეობა, ალბათ შეუძლებელია. მაგრამ, რადგან ამ ჩვენს ისტორიკოს-მკვლევარს მისი “შერისხვა” განუზრახავს და არავითარი საბუთის აღარ სჯერავს, იქნებ ჩვენი მიზნის მიღწევაში აკაკი ჩხენკელის ავტორიტეტი მაინც დაგვეხმაროს, რომელიც ტრაპიზონის კონფერენციის შესახებ საქართველოს ეროვნულ საბჭოში 1918 წლის 8 აპრილს გაკეთებულ მოხსენება-ანგარიშში აღნიშნავს, რომ “ჩვენზე წინ ტრაპიზონში ყოფილიყო მემედ ბეგ აბაშიძე, რომელსაც ათასობით პროკლამაციები ჩამოეტანა ხალხში გასავრცელებლად საქართველოსთან ერთობის პროპაგანდის გასაწევად, - მაგრამ ოსმალეთის მთავრობამ დაჭერა თურმე განიზრახა და იძულებული იყო გაქცეულიყო და იმალებოდა. თვით ჩვენს იქ ყოფნის დროსაც კი დაეძებდნენ. ასე, რომ სრული საბუთი გვაქვს იმის, რომ მემედ ბეგ აბაშიძე პროპაგანდას ეწეოდა, რომ ქართველ მაჰმადიანებს კავშირი არ შეეწყვიტათ საქართველოსთან. ამიტომ უსაფუძვლოა ის ხმები, ვითომც მემედ ბეგ აბაშიძეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ეღალატნოს” (ააცსა, ფ.რ-82, ან.1, საქმე 22, ფურც. 159) ამის შემდეგ, იქნებ, ალ. დაუშვილმაც აიღოს ხელი იმის მტკიცებაზე, რომ თითქოს მემედ აბაშიძე ერთიანი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მაგრამ ის თუ თავისას არ დაიშლის, მაშინ სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ალ. დაუშვილი ამ ქართველ პატრიოტზე შურისძიებას ცდილობს 1918 წლის იანვარში თავის თანამემამულე სომხების მიერ, ტრაპიზონის მუსლიმანთა მიმართ ჩადენილი მხეცური ანგარიშსწორების მემედ აბაშიძის მიერ მხილების გამო (ააცსა, ფ.რ-82, ან. 1, საქმე 18, ფურც. 114-117). ამასთან გამოვთქვამთ ჰიპოტეზას, რომ მ. აბაშიძის ასეთი პატრიოტული წერილები XX საუკუნის 30-იან წლებში მასთან ანგარიშსწორების ერთ-ერთ საბაბადაც იქცა.
ალექსანდრე დაუშვილისნაირები კი აგრძელებენ ქართველთა შორის დაშნაკური პოლიტიკის გატარებას მათი ერთმანეთზე წაკიდების მიზნით, და თუ წყლის ამღვრევა შესძლეს, იქნებ რაიმეს გამოვრჩეთ, - პრინციპით. 
როფორც ჩანს, ბათუმით შავ ზღვაზე გასვლა მათ ისევ ესიზმრებათ. ასე, რომ, იქნებ, ბიჭო, პაპა იყო შენი...


2005 წელი

??????