სეიდიშვილი ლადო
გაზიარება

მყუდრო ბაღი ექსკლიუზივი

დაგვიანებით ისევ ვესტუმრე
ბარს _ ხსოვნაში რომ თვლემს დათოვლილი..
აქ ამდენი რამ შეცვლილა დასტურ,
ძველ ნაკვალევზე ვეღარ გაივლი.

მაგრამ აქ არის მსგავსი შეხება
ომ ნაცნობ დროსთან, როცა ფოთოლი
საცა უნდა დათმონ ხეებმა
და წამოვიდეს პირბელი თოვლი.

თუკი არ მოვა თოვლი სრულებით,
მყუდრო ბაღიდან უხმოდ გამოვალ _
შთაბეჭდილების მქრალი სურათი
მაინც შეავსებს ამ უკმარობას.

??????