გელაძე ლევან
გაზიარება

შენა ხარ  ექსკლიუზივი

დღეს, როცა მამული ყვავილში დაცურავს,
სხეულში მეღვრება ქართული დილის მზე,
მწყურია: ამ გულის ლექსებად დაწურვა,
მწყურია: კოჯრიდან დახედვა თბილისზე.
მწყურია: მთაწმინდის ნიავი ჩურჩულა
და მტკვრის
ჩუხჩუხი,
დუდუნი,
ბუტბუტი.
ამ ცის ქვეშ სად თქმულა სიკვდილი ლაჩრულად,
სიამე თუ გინდა, თბილისში დაბრუნდი.
სიამე თუ გინდა, დალანდე ერთ წამით,
დალანდე ერთ წამით გაზირი რუსთველის.
სწორედ იქ ირხევა ქალი, ვით ლერწამი,
იქ იტყვი, მანმადე რაც გქონდა უთქმელი.
იქ ნახავ, რაც გწვავდა,
რაც გსურდა გენახა
იქ ნახავ ტანს ტატანს,
იქ ნახავ ფერიებს,
იქ ნახავ ზილფ-კავებს გადაწნულს ვენახად,
იქ იტყვი _ მადლი ღმერთს!
იქ იტყვი _ ფერი ფერს!
იქ იტყვი _ ეს მიწა, გულია ქართველის,
იქ იტყვი _ სხვა ედემს ვერსაით ვერ ვნახავ...
თბილისო...
თბილისო...
მნახველის,
წამსვლელის
ტრფიალიც შენა ხარ,
წყურვილიც შენა ხარ!

??????