ქათამაძე ჯემალ
გაზიარება

ეს თეთრონი  ექსკლიუზივი

_ ეს თეთრონი ვისია?
_ ვინც თეთრონის ღირსია,
_ ეს გოგონა ვისია?
_ ვინც აკოცებს, მისია.

ვაკოცე და..
გოგომ უთხრა მამასა,
მამა ავარ-დავარდა,
ხალხი მოჰყვა დავასა,
დავას კიდევ დავა და
დედაჩემიც ავარდა;

_ არ ღირდაო ამადა..
ერთი კოცნა ნეტარი,
კოცნა გაუბედავი,
ხალხში მეხად გავარდა,
გოგო გახდა ავადა,
გოგო ფიქრად ჩავარდა,
შევუყვარდი თავადა,
მამამისის ეზოში
მაჭახელა გავარდა,
ჩემს ეზოში თამადამ
შემოსძახა “ვარადა”.

დრო თაფლობის თაფლივით,
მიჰყვა დღეებს ვნებიანს..
დედამ სოფელს ახარა:
_ ბიჭი დამბადებია,
დედას ახლა დედები,
მოწიწებით ხვდებიან,
გუშინდელი დედილო,
წამში გახდა ბებია..

_ ეს სიმღერა ვისია?
_ ვინც იმღერებს, მისია?
_ კარგი შვილი ვისია?
_ ვინც შვილების ღირსია,
_ ჩემი გული ვისია?
_ დედის გული ვისია?
_ განა ვინმე სხვისია?
_ ყველაფერი მისია.

??????