თევზაძე ბადრი
გაზიარება

* * * ვგავარ უღლით და ბედით შეშლილ ხარს ექსკლიუზივი

ვგავარ უღლით და ბედით შეშლილ ხარს,
დროსა და სივრცეს ვერ დავემალე.
ახლა ვიცი, რომ არ შემხვედრიხარ,
ვიცი, აიბნა ჩემი სავალი.
სამყარო საით მიექანება,
რაღაც მახსოვს და ვერ გავიხსენე,
არც კლეოპატრა და აღარც ათენა,
არც ანტიგონე და არც ისმენე,
არც ქალღმერთი და არც დედოფალი,
სადღაც ჩუმი და შეუმჩნეველი
მელი...და გადის წუთისოფელი
და არ გვიწყალებს დროის კედელი.
იქნებ ჩემს ახლოს იყავი სადმე,
წრე ტრიალებდა შეუბრალებლად
და მარადისად მქირდავმა ბედმა
ნისლით დაფარა ჩემი თვალები.
ვერ შევიცანით ერთურთის შანა,
ვერ მივიზიდეთ ანდამატივით,
შენ მარტოობა შემინდე შენი,
ჩემს მარტოობას მე გაპატიებ.




















??????