თედორაძე დავით
გაზიარება

ჭორის სურნელი ექსკლიუზივი

ჭორაობდნენ ჭორიკნები,
ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები,
ამოხოცეს ჭორის ნებით
გალავნის და ბჭის გმირები.
ფოთლებს მოსწყდა სევდის წვეთი,
ჟამი იყო მიძინების,
სხვა რა იყო ამის მეტი _
ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები.
აღაზევეს აღმა ერთი,
ჩამოართვეს სხვას ჩინები,
რაღა იყო ამის მეტი _
ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები.
ჭაჭანებდნენ ჭის გარშემო
ჭინკები და თხუნელები,
იჭვრებოდა, იშლებოდა
ჭორი ჭარბი სურნელებით...

??????