ანანიძე ლევან
გაზიარება

სიყვარული აგვამაღლებს ექსკლიუზივი

როგორ უყვართ, ახალისებს
ერთად ყოფნა ჩიტებს გარეთ?
ბაღ-ვენახი ფრთოსნებს იკრებს,
ჭიკჭიკებენ გულმხურვალედ.

ღადარივით რა სურვილი
ანთებია ყველა მგოსანს?
გაზაფხული,
სულზე ტკბილი
ხალიჩებით მთა-ბარს მოსავს.

ზეცამ სითბო გვიწყალობა,
არსად მოჩანს ღრუბლის ჩრდილი,
ვის რას შესძენს შური მტრობა?
ორგულობა? სიძულვილი?

ქვეყნისი იმედს,-
მხნე ქალ-ვაჟებს
შეხვედრები აქვთ გულთბილი,
სამომავლოდ აფოლადებს
ერთობის მზე სხივგაშლილი.


მოსდგამთ გმირულ წარსულიდან
სიყვარული წრფელი, წმინდა,
საგალობლად კვლავ მოფრინდა
მერცხლის გუნდი რა შორიდან.

ყვავილები იფურჩქნება;
ახამხამებს ია თვალებს,
სურს თქვას: ნუ დაგვავიწყდება
სიყვარული აგვამაღლებს

??????